სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ავარია წნორი-ტიბაანის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, „მერსედესისა” და „ფორდ ტრანზიტის” მარკის მანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგად ადგილზე გარდაიცვალია შუახნის მამაკაცი, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა წნორის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა, მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

