ყვარლის გზაზე 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს – რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ყვარლის გზაზე 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს - რამდენიმე ადამიანი დაშავდაყვარლის გზაზე ავარიის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. თელავი – ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულთა შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. ყველა მათგანი მედიკოსებმა თელავის საავადმყოფოში მოათავსეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო, სახანძრო და პოლიციის ეკიპაჟები.