“აცრის მერე გამაცხელა და გამაცია, 3 დღე ძილად ვიყავი მიგდებული, მაგრამ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდი” – მზია ნოზაძე

"აცრის მერე გამაცხელა და გამაცია, 3 დღე ძილად ვიყავი მიგდებული, მაგრამ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდი" - მზია ნოზაძემზია ნოზაძემ ფეისბუქში დაწერა:

“ავიცერი და რაღა დაგიმალოთ, არ ყოფილა მაინცდამაინც სასიამოვნო.
პირველ საღამოს გამაცხელა, მომდევნო დღეებში კი მაციებდა . მობუზულად და ძალა გამოცლილად ვგრძნობდი თავს. თავიდან ჯერ მომეჩვენა რომ სახსრებში უსიამოვნო შეგრძნება დამეწყო. მერე მართლა დავაფიქსირე ტკივილების მომატება. განსაკუთრებით ცალი მხარი . ვარჯიშის დროს რომ გაგეჭიმება და თავისუფლად ვეღარ ამოძრავებ . სამი დღით ძილად ვიყავი მიგდებული … სახლის დალაგების თავიც არ მქონდა. ძილბურანში ყოფნა დღისით ჩემთვის ისეთი იშვიათობაა , ამან საბოლოოდ დამაჯერა, რომ ვაქცინაზე ვრეაგირებდი. შემდეგი ერთი დღე ძლიერი თავის ტკივილით და გულის რევის შეგრძნებით გავატარე. მეგობარმა დალიკომ წნევაც კი გამიკონტროლა ისე არ მოვეწონე. სტანდარტულად ნორმალური იყო , თუმცა, თავს ცუდად ვგრძნობდი .
მხოლოდ საღამოს მოვსულიერდი და გუშინაც არა მიშავდა.
მხარი ახლაც მტკივდა აქტიურად, მაგრამ ასატანად, რადგან რაც მთავარია, განწყობა მაქვს ამ ეტაპზე უკვე ძალიან გამოსწორებული.
“იცის. არაფერია საშიში. გავიარე მეც ეგ ყველაფერი. შენ ვირუსი უნდა ნახო რა არის. ქეთი გეტყვის თუმცა…” -მომწერა მეგობარმა ექიმმა, რომელსაც ადრეულ ეტაპზე კოვიდიც გადატანილი აქვს და ახლა “მოდერნით” არის აცრილი.
და მეც სულ ამას ვფიქრობდი ეს დღეები: ვაქცინა რომ ასეთია, თავად კოვიდი რაღა იქნება -მეთქი და უფრო ვრწმუნდებოდი როგორ გამიმართლა, რომ ვაქცინამდე ვირუსის აკიდების გარეშე მივედი.
აღარ ვარ საშიში სხვისთვის და სხვებიც არ არიან ჩემთვის საშიშები!
მგონია, რომ უბრალო და ნორმალურ ყოველდღიურობას დავუბრუნდი….”