“მაიკო წიკლაურის დედამ კოვიდი შედარებით იოლად გადაიტანა, ის კი 1 კვირაში დამძიმდა”

"მაიკო წიკლაურის დედამ კოვიდი შედარებით იოლად გადაიტანა, ის კი 1 კვირაში დამძიმდა"რამდენიმე დღის წინ მა­ი­კო წიკ­ლა­უ­რი გარდაიცვალა.

ის 34 წლის იყო და პირ­ველ შვილს ელო­დე­ბო­და, რო­დე­საც 13 აპ­რილს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. ქალი ფო­ლა­და­ანთ კა­რის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ხე­ლოვ­ნე­ბას ას­წავ­ლი­და, ის სერ­თი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გი იყო. მა­ი­კოს მდგო­მა­რე­ო­ბა ერთ კვი­რა­ში დამ­ძიმ­და და ის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

მე­დი­კო­სებ­მა ახალ­გაზ­რდა ქალი ხე­ლოვ­ნუ­რად ამ­შო­ბი­ა­რეს. რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ი­ღუ­პა ჩვი­ლი, მერე კი მა­ი­კო წიკ­ლა­უ­რიც გარ­და­იც­ვა­ლა.

მა­ი­კო წიკ­ლა­უ­რის ახ­ლო­ბე­ლი “ამბებს” უყვება:

– ჩვე­უ­ლებ­რივ და­დი­ო­და ფეხ­მძი­მეც სკო­ლა­ში და გაკ­ვე­თი­ლებს ატა­რებ­და. გეგ­მი­უ­რ ტეს­ტი­რე­ბა­საც გა­დი­ო­და, ორ კვი­რა­ში ერთხელ სხვა კო­ლე­გებ­თან ერ­თად. თავს ძა­ლი­ან უფრთხილ­დე­ბო­და, ყვე­ლა­ნა­ირ რე­კო­მენ­და­ცი­ას ას­რუ­ლებ­და. რო­დე­საც მა­ი­კოს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, სკო­ლა მა­შინ­ვე ორი კვი­რით და­ხუ­რეს.

დე­და­საც ჰქონ­და კო­რო­ნა­ვირუ­სი, ის ქალ­ბა­ტო­ნიც მას­წავ­ლე­ბე­ლია, ოღონდ სხვა სკო­ლა­ში ას­წავ­ლის. მას არ ჰქო­ნია რთუ­ლი ფორ­მა, სახ­ლში გა­ი­ა­რა მკურ­ნა­ლო­ბა. მა­ი­კო ზა­ფხულ­ში და­ო­ჯახ­და და ეს მისი პირ­ვე­ლი ორ­სუ­ლო­ბა იყო. ძა­ლი­ან თბი­ლი და კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, ყვე­ლა­ნი შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ და პირ­ველ რიგ­ში ოჯა­ხი, რო­მე­ლიც ახლა ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.