“ნავალნის ფონდის 40 თანამშრომელი რუსეთიდან საქართველოში გამოიქცა” – რომან გოცირიძე

"ნავალნის ფონდის 40 თანამშრომელი რუსეთიდან საქართველოში გამოიქცა" - რომან გოცირიძერომან გოცირიძემ ფეისბუქში დაწერა:

“როგორც რუსული წყაროებიდან ირკვევა, ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის ორმოცამდე თანამშრომელი გამოექცა პუტინის რეჟიმს და რუსეთიდან საქართველოში ჩამოვიდა. აქედან აპირებენ თავიანთი საქმიანობის გაგრძელებას, მათ შორის სტუდიის მოსკოვიდან თბილისში გადმოტანას და გამოძიების მასალების აქედან გავრცელებას.
გვახსოვს რა საქართველოს ხელისუფლების ვერაგული მოპყრობა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მიმართ, არ არის გამორიცხული, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ზეწოლის შედეგად ხელი შეუშალოს ალექსანდრ ნავალნის თანამებრძოლების საქმიანობას.

ამ გაბედულ ადამიანებს სჭირდება ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა.”