“სექსზე უარი რომ ვუთხარი, ძაან გაბრაზდა” – ქეთი ჩხაიძე ქმრის, ნოდარ ღუნაშვილის, მკვლელობის ამბავს ყვება

"სექსზე უარი რომ ვუთხარი, ძაან გაბრაზდა" - ქეთი ჩხაიძე ქმრის, ნოდარ ღუნაშვილის, მკვლელობის ამბავს ყვებანოდარ მელაძის შაბათში საუბარია ორი შვილის დედაზე, ქეთი ჩხაიძეზე, რომელიც კასპში 33 წლის ქმრის, ნოდარ ღუნაშვილის, მკვლელობის საქმეზეა დაკავებული.

– რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას, ფეხით მივრბოდი, ჩემი დებიც მორბოდნენ.. ძაან გაბრაზდა, რომ უარი ვუთხარი სექსუალურ ურთიერთობაზე, – ამბობს ქეთი ჩხაიძე.

ვინ არის მამაკაცი, ვინც ქმართან ჩხუბის მერე ქალმა ღამით გამოიძახა, სახლში ფანჯრიდან შეაპარა და 33 წლის ნოდარ ღუნაშვილი მოკლა.

– დავმალე, შეცდომა დავუშვი, მაგრად მეშინოდა… 10 წუთში სახლში ავალ და ყელი უნდა გამომჭრაო, – ამბობს ქეთი ჩხაიძე.

ის ყვება ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობის და მისი ცხედრის სასაფლაოზე გადაგდების ამბავს.