“მიდიან და მიაქვთ ჩვენი სულის ნაწილი” – ექიმი თეონა შულაია გარდაიცვალა

"მიდიან და მიაქვთ ჩვენი სულის ნაწილი" - ექიმი თეონა შულაია გარდაიცვალაექიმი თეონა შულაია გარდაიცვალა.

ამის შესახებ მამუკა გამყრელიძემ ფეისბუქში დაწერა:

“საშინელი ამბავი შევიტყვე დილიდან. თეონა შულაია გარდაიცვალა. ახალგაზრდა, საოცრად ნიჭიერი, დაკვირვებული, მცოდნე, ყოჩაღი და რაც მთავარია იმედიანი ექიმი. პირველი ნახვისთანავე მივხვდი, რომ თეონას ექიმის ნიჭი ღმერთისგან დაყვა.
ოხ, როგორ დამეწვა გული ! როგორ დამენანა !
ასე ნელ ნელა მიდიან კარგი ადამიანები ჩვენი ცხოვრებიდან. მიდიან და მიაქვთ ჩვენი სულის ნაწილი. ბოლოს ჩვენი სულებიც ილევა და აღარაფერი რჩება ჩვენგან.
მშვიდობით ძვირფასო და იმედიანო ადამიანო.”
მანვე დაწერა, რომ გარდაცვალების მიზეზი ონკოლოგიური დაავადება გახდა.