“40 წელს გადაცილებულ ქართველ ქალებს ორგაზმის მიღწევა უჭირთ” – ზურაბ მარშანია

"40 წელს გადაცილებულ ქართველ ქალებს ორგაზმის მიღწევა უჭირთ" - ზურაბ მარშანიასექსოლოგ ზურაბ მარშანიას თქმით, ქალებში, რომლებსაც აქვთ სექსუალური ცხოვრება დაწყებული და არიან 40 წელს გადაცილებულები, ყველაზე ხშირი პრობლემა ორგაზმის მიუღწევლობაა, ან სექსის დროს სიამოვნების ვერმიღება. სექსის დროს კი სიამოვნება როგორც კაცმა, ასევე, ქალმა უნდა მიიღოს.

„ზოგადად საქართველოში ქალები, მამაკაცებისგან განსხვავებით, ნაკლებ ყურადღებას უთმობენ სექსუალურ განათლებას. ქალებში, რომლებსაც აქვთ სექსუალური ცხოვრება დაწყებული და არიან 40 წელს გადაცილებულები, ყველაზე ხშირი პრობლემა ორგაზმის მიუღწევლობაა, ან სექსის დროს სიამოვნების ვერმიღება.

ასევე პრობლემურია მტკივნებული სქსესობრივი აქტი, ან სექსობრივი ლტოლვის დაქვეითება, ანუ ლიბიდოს დაქვეითება. არის შემთხვევები, როდესაც ქალს ლტოლვა აქვს, ორგაზმსაც აღწევს, მაგრამ არ უნდა სექსი.

ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მკურნალობაზე მოტივირებულია ქალი, მაგრამ მამაკაცი უარს ამბობს. ასევე, ყოფილა პირიქით შემთხვევებიც, ასეთი მიდგომა კი კლინიკურ სექსოლოგიაში მიუღებელია.

ქალების დიდ ნაწილს ორგაზმის მიღწევა უჭირს – ძირითად შემთხვევაში, პრობლემა ქალშია თუ მამაკაცში? და რაშია გამოსავალი?

საქართველოში ორგაზმის მიღწევის კუთხით სავალალო მდგომარეობაა, ქალების უმეტესობას სექსი ისე აქვს, რომ ორგაზმს არ განიციდიან.

ამ პრობლემიდან გამოსავალი კი მხოლოდ სექსოლოგთან მკურნალობა.

ხშირად ჰგონიათ, რომ თუ პარტნიორს შეიცვლიან, ამით ორგაზმის მიღწევა უფრო მარტივი იქნება, რაც უმეტეს შემთხვევაში, უფრო ცუდ შედეგს გვაძლევს.

პრაიმ ტაიმი