“აკო ჭელიძეს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობისთვის ქურდობას შეპირდნენ”

"აკო ჭელიძეს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობისთვის ქურდობას შეპირდნენ"“პირველებისთვის” ცნობილი ხდება, რომ 22  წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებმა საქართველო შეიარაღებული თავდასხმიდან 6 საათის შემდეგ დატოვეს.

აკო ჭელიძე  და გიორგი კავილაძე თბილისიდან ბათუმში ჩავიდნენ, კვალის არევის მიზნით, ბორნის ბილეთები იყიდეს, თუმცა რეალურად საქართველოს საზღვარი სარფიდან გადაკვეთეს.

შსს-მ საქმე გახსნილად გამოაცხადა და მკვლელობისთვის ორ ახალგაზრდას ბრალი წაუყენა, თუმცა 22 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულები ამ დრომდე თავისუფლები არიან.

“პირველებმა” შეკვეთილი მკვლელობის შესაძლო მოტივის დადგენა შეძლო – წყაროს ცნობით, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა წლების წინ მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის, დავით კაკულიას, შვილებმა  აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს დაუკვეთეს.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ძმები კაკულიები ჭელიძესა და კავილაძეს მკვლელობის სანაცვლოდ ქურდობას დაპირდნენ. მათი ნათლობა კი თურქეთში უნდა მომხდარიყო.

თბილისში სისხლიანი ანგარიშსწორების შედეგად დაჭრილი 22 წლის ნიკა კვარაცხელია  16 სექტემბერს გარდაიცვალა.

კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიას შვილს, თბილისში ანჯაფარიძის ქუჩაზე გაუსწორდნენ. ახალგაზრდა კაცი საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს.

თავიდანვე გაჩნდა ვარაუდი, რომ შეკვეთილი მკვლელობის კვალი დათო “ტბილისკის” შვილებამდე მიდიოდა.

ტვ პირველი