“ამბობდი, ნუ გეშინიათ, არ მოვკვდებიო” – იტალიაში ლია ნოზაძე გარდაიცვალა

"ამბობდი, ნუ გეშინიათ, არ მოვკვდებიო" - იტალიაში ლია ნოზაძე გარდაიცვალაიტალიაში  ახალგაზრდა ემიგრანტი, ლია ნოზაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ემოგრანტების იმედი, შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

„სიკვდილო, ვინ წაგვართვი? ეცხოვრა, ეცოცხლა, ყოფილიყო ჩვენს გვერდით, ის კი არა და არ დააცადე ქართულ მიწაზე სიკვდილი, უცხო ქვეყანაში მიადექი და სული ამოხადე.

ბოლომდე იბრძოლა მყარად, ბოლომდე ებრძოდა ვერაგ დაავადებას და ამბობდა, კიბო განაჩენი არაოო. ბოლოს ამბობდი ვიბრძვი, მაგრამ ორგანიზმი არ მომყვებაო. საშინელების უიმედობის ბოლო ერთი თვე გაიარე, ლიკო. ამბობდი მაინც, ნუ გეშინიათ, არ მოვკვდებიო, არც კიდევ სიკვდილის მეშინიაო, რამდენი იწვალე და მაინც შემართებით იყავი.

სამუდამოდ გემშვიდობებით 8 წლიანი დაუზოგავი შრომით დაღლილმა, იტალიის მიწა დატოვე, ყველას და ყველაფერს ტოვებ და უსასრულობაში მიდიხარ“,- წერს შოთო სიხარულიძე.

პრაიმ ტაიმი