ბათუმში ქართველმა მამაკაცმა ბელარუსი ტურისტი ქალი მოკლა და მერე თავი მოიკლა – ახალი დეტალები

ბათუმში ქართველმა მამაკაცმა ბელარუსი ტურისტი ქალი მოკლა და მერე თავი მოიკლა - ახალი დეტალებიბათუმში, დელფინარიუმის წინ, ბულვარში, ტურისტი ქალი დაჭრეს.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ტურისტ ქალს ჭრილობები ახალგაზრდა კაცმა ცივი იარაღით მიაყენა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

დანაშაულის მოტივი, სავარაუდოდ, ეჭვიანობაა. ახალგაზრდა ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევა დღეს დილით, 2 საათის წინ მოხდა.

ქართველმა მამაკაცმა და ბელარუსმა ტურისტმა ქალმა ერთმანეთს 5 დღის წინ შეხვდნენ. დღეს დილით ტურისტი სავარჯიშოდ გამოვიდა. ქართველმა მამაკაცმა 33 წლის ბელარუს ტურისტს ბულვარში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

მთავარი