გერმანიის ახალი კანცლერი ოლაფ შოლცი სავალდებულო ვაქცინაციას მხარს დაუჭერს

გერმანიის ახალი კანცლერი ოლაფ შოლცი სავალდებულო ვაქცინაციას მხარს დაუჭერსგერმანიის ახალი კანცლერი ოლაფ შოლცი 2022 წლიდან სავალდებულო ვაქცინაციას დაუჭერს მხარს.

გამოცემის ცნობით, შოლცმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ თავად სავალდებულო ვაქცინაციის მომხრეა და ამას მხარსაც დაუჭერს, თუმცა გადაწყვეტილება ბუნდესტაგმა ხმის მიცემით უნდა მიიღოს.

„ბუნდესტაგის წევრებმა ეს საკითხი უმრავლესობით უნდა მიიღონ, რის შემდეგაც სავალდებულო ვაქცინაცია გერმანიაში, სავარაუდოდ თებერვალში, ან მარტის დასაწყისში დაწესდება, რაც სავსებით საკმარისი დროა“,- განაცხადა მან.

ბოლო მონაცემებით, გერმანიის 83 მილიონი მაცხოვრებლიდან ვაქცინების 2 დოზა სულ მცირე 68.5%-მა მიიღო. ბოლო კვირების მანძილზე გერმანიაში ვირუსით დაინფიცირების რეკორდული შემთხვევები რამდენჯერმე დაფიქსირდა.

იპნ