“ოცნების” ზონდერი ფარნა მახოხაშვილი ცოლის ცემისთვის დააკავეს

"ოცნების" ზონდერი ფარნა მახოხაშვილი ცოლის ცემისთვის დააკავეს“ტვ პირველის” ინფორმაციით, “ქართული ოცნების” ცნობილი ზონდერი ფარნა მახოხაშვილი დააკავეს.

გორის მერიის მაღალჩინოსანს გომელაურის უწყება ძალადობას ედავება.

მახოხაშვილი მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის ააიპსა და კულტურის სააგენტოში მუშაობდა. ხელისუფლება კი მას სხვადასხვა აქციებისთვის იყენებდა. მახოხაშვილი ბოლოს ცნობილი ცოცხების აქციაზეც იმყოფებოდა, რომელიც მმართველმა გუნდმა ნაციონალირი მოძრაობის წევრებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდწგ გამართა.  ადგილობრივ ჩინოვნიკს ცოლის სცემას ედავებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს სსკ 126 მუხლით იძიებს.