ვახო სანაია – “დღეს სანი 2 წლის გახდა – ყოჩაღი ბიჭია, იმდენი იბრძოლა და ახლაც იბრძვის”

ვახო სანაია - "დღეს სანი 2 წლის გახდა - ყოჩაღი ბიჭია, იმდენი იბრძოლა და ახლაც იბრძვის"ვახო სანაიამ ფეისბუქში დაწერა:

“2 დეკემბერი სანის დაბადების დღეა.
27 ნოემბერს – თამუნას დაბადების დღე იყო.
სულ მემახსოვრება – თამუნას შეშინებული თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და იმ წამებში დაბადებულ სანის უყურებდა, რომელიც იმთავითვე ბრძნული გამომეტყველებით ტიროდა. ამ დაფეთებულ დედა-შვილის შემყურე მარტო მე ვიცინოდი :))))
დღეს სანი 2 წლის გახდა – ყოჩაღი ბიჭია, იმდენი იბრძოლა და ახლაც იბრძვის. ბევრი სირთულე დაძლია. გაიზარდა და გაძლიერდა. მუცლიდანვე შთავაგონებდი, რომ ბარსელონაში უნდა ეთამაშა და ასეც იქნება
ხვალიდან ინსტაგრამზე ვიწყებთ ყოველდღიურ ვიდეოებს, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ განვავითარებთ საფეხბურთო ტექნიკას.”