თამთა მეგრელიშვილი – “უფრო მეტად შევიყვარე სიყვარული… მაქვს ოცნებები…”

თამთა მეგრელიშვილი - "უფრო მეტად შევიყვარე სიყვარული... მაქვს ოცნებები..."თამთა მეგრელიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“კიი, 28 აპრილი – ჩემი დაბადების დღეა
მთელი შეგნებული ცხოვრებაა მათბობს, მაძლიერებს თქვენგან ნათქვამი ყველა ლამაზი სიტყვა.
ამ ერთი წლის განმავლობაში:
დავიწყე წიგნის წერა
გამოვიდა ჩემი ლექსებისა და ნოველების კრებული
წავიკითხე არაერთი საინტერესო წიგნი
გავიარე პროფესიული გადამზადება (არაერთი ტრეინინგი, კონფერენცია)
კიდევ უფრო დავაფასე საკუთარი პროფესია
ჩემ ანგარიშზეა არაერთი სატელევიზიო გამოსვლა, დებატი მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე
გავხდი ერთი წლით უფრო სტაჟიანი დედა-(მისთვის უფრო მეგობარი)
გავიცანი საინტერესო ადამიანები
უფრო ახლოდან დავინახე ჩემ გვერდით მყოფი ადამიანები
მივხვდი, რომ სადაც ვარ სწორად ვარ და იქ არის ჩემი ადგილი
უფლის შეწევნით გავაკეთე ცოტაოდენი სიკეთე
დავაფასე საკუთარი დრო
საკუთარ თავთან დავდე პირობები
გადავლახე შიშები
დავსახე მიზნები
მაქვს ოცნებები
უფრო მეტად შევიყვარე სიყვარული
უფრო ხშირად ვიყავი ბედნიერი
გადავიხადე მადლობა
ვისწავლე პატიება
გავუშვი და დავემშვიდობე ნეგატივს
კიდევ ბევრის დაწერა შეიძლება, მაგრამ მოკლედ ვიტყვი- ამ ყველაფრით ვარ მადლიერი.
მადლობა უფალს სიცოცხლისთვის!
მადლობა თქვენ არსებობისთვის, სიყვარულისთვის, დაფასებისთვის, ჩემთან ერთად ბრძოლისთვის, ერთად დგომისთვის.
სიცოცხლე გრძელდება!!!”