„ტორტის ფულს რომ მშობელი ვერ დადებს და იმ ბავშვს ტორტს არ აჭმევ… როდიდან დავკარგეთ ადამიანობა, ხალხნო” – რა მოხდა სკოლაში?

„ტორტის ფულს რომ მშობელი ვერ დადებს და იმ ბავშვს ტორტს არ აჭმევ… როდიდან დავკარგეთ ადამიანობა, ხალხნო” – რა მოხდა სკოლაში?ადვოკატი მერი ცინარიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ემოციურად დატვირთული საღამო. ტორტის ფულს რომ მშობელი ვერ დადებს და იმ ბავშვს ტორტს არ აჭმევ იმის გამო, რომ დედას ფული არ დაუდია, თან მიახლი პირში , ამაზე დიდი დაკნინება არაფერია.

როდიდან დავკარგეთ ადამიანობა ხალხნო, როდიდან. ღვთისშიშიც დავკარგეთ, მოყვასის სიყვარულიც და საკუთარი თავიც. მეზიზღება ყველა ის ადამიანი, ვისაც სხვისი გაჭირვება საკუთარ გაჭირვებამდე არ დაყავს, ვისაც სხვისი შიმშილი, საკუთარ შიმშილამდე არ დაყავს, ვისაც სხვისი ტკივილი არ სტკივა და არასდროს შეუძლია წარმოიდგინოს ეს საკუთარ თავზე. მე იმ ბავშვის ადგილას ვგრძნობ თავს. ყველანი ვართ ამაში დამნაშავეები. სკოლასაც რომ არა ანაღვლებს ეს მდგომარეობა”.