კატეგორია: შემთხვევა

ბათუმში მშენებარე სახლი ჩამოინგრა – 1 ადამიანი დაიღუპა

ბათუმში მშენებარე სახლი ჩამოინგრა - 1 ადამიანი დაიღუპა

ბათუმში, შარაშიძის ქუჩაზე მშენებარე სახლის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა შეტყობინება ბათუმში, შარაშიძის ქუჩაზე არსებული სახლის ნგრევის შესახებ. ინიციატორის გადმოცემით, ჩამონგრეული იყო მშენებარე კერძო საცხოვრებელი სახლი, რომელშიც მიმდინარეობდა […]

შამგონასთან ენგურში მეოთხე ცხედარიც იპოვეს

შამგონასთან ენგურში მეოთხე ცხედარიც იპოვეს

ენგურის ხეობაში, სოფელ შამგონასთან, ოთხივე ცხედარი იპოვეს.  ეს ადამიანები ოკუპირებული გალის რაიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ფარულად გადმოსვლას ცდილობდნენ, რა დროსაც, სავარაუდოდ, წვიმების გამო ადიდებულმა ენგურმა წაიღო. მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.  საქმე აღძრულია 143-ე და 115-ე მუხლებით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. საზღვარზე გადასვლა უკიდურესად გამკაცრებული აქვს. რის გამოც გალის მოსახლეობა ჰუმანიტარულ […]

შამგონაში ენგურიდან მაშველებმა 3 ცხედარი ამოიყვანეს

შამგონაში ენგურიდან მაშველებმა 3 ცხედარი ამოიყვანეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურიდან სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა 3 მოქალაქის ცხედარი ამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ოკუპირებული გალიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარის გადმოცურვით ცდილობდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,მიმდინარეობს კიდევ ერთი ადამიანის ძებნის სამუშაობი. უწყების განმარტებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

გლდანში მანქანა ავტობუსს დაეჯახა – 1 ადამიანი დაშავდა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – გლდანის ხიდებთან მსუბუქი ავტომობილი ავტობუსს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში “მთავარ არხს” განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. დანაშაული მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. მთავარი

შამგონაში მდინარემ მამაკაცის ცხედარი გამორიყა

შამგონაში მდინარემ მამაკაცის ცხედარი გამორიყა

სოფელ შამგონაში წყალმა მდინარის ნაპირზე მამაკაცის ცხედარი გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი გალიდან მდინარის გადმოცურვას გალიდან ცდილობდა. მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე ადამიანის ძებნა. რუსთავი 2

ახალციხეში გაზით 3 ადამიანი მოიწამლა

თბილისის უბნები, სადაც გაზის აფეთქების საფრთხე მაღალია

ქალაქ ახალციხეში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა. ცხრა აპრილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში გაზმა გაჟონა, რის გამოც სამი ადამიანი მოიწამლა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, სამივე მოქალაქე ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათგან ორი არასრულწლოვანია. სასწრაფოს ექიმის მაია ქიტიაშვილის თქმით, ორი პაციენტის – ერთი არასრულწლოვნის და ზრდასრულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მესამეს კი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ჯერ ადგილზე გაეწია, მოგვიანებით კი […]

მაშველებმა ხაშურში მდინარეში ჩარჩენილი მოქალაქეები გადაარჩინეს

მაშველებმა ხაშურში მდინარეში ჩარჩენილი მოქალაქეები გადაარჩინეს

მაშველებმა ხაშურში, მდინარეში ჩარჩენილი მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მოქალაქეები ავტომობილით ჩარჩენილები იყვნენ მდინარეში და ესაჭიროებოდათ მაშველების დახმარება. მოქალაქეები მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლას ცდილობდნენ, რა დროსაც, ავტომობილს ტექნიკური პრობლემა შეექმნა. […]

ავარია გორთან – პრიუსი მერსედესის გასწრებას ცდილობდა

ავარია გორთან - პრიუსი მერსედესის გასწრებას ცდილობდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე, შავშვებთან, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების თქმით,  ,,ტოიოტა პრიუსის” მძღოლი ,,მერსედესის” მარკის ავტომობილისთვის გადასწრებას ცდილობდა, რაც ავარიით დასრულდა. 22 და 26 წლის მამაკაცები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გორში, კლინიკა “გორმედში” გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებულებს ჩაუტარდათ ყველა საჭირო კვლევა, გაეწიათ შესაბამისი დახმარება და კლინიკას […]

დედა დაიღუპა, 1 შვილი მძიმედაა – ოზურგეთში ჰიუნდაი ბოძს შეასკდა

დედა დაიღუპა, 1 შვილი მძიმედაა - ოზურგეთში ჰიუნდაი ბოძს შეასკდა

ოზურგეთში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი ჰიუნდაის მარკის ავტომობილის ქალმა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ელექტრობოძს შეეჯახა. მანქანაში დედა ორ მცირეწლოვანთან ერთად იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად ქალი გარდაიცვალა, ხოლო ბავშვები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა ,,მედალფაში“ გადაიყვანა. ერთერთი მცირეწლოვანის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. როგორც […]

ვაჟა-ფშაველაზე 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს – 2 ადამიანი დაშავდა

ვაჟა-ფშაველაზე 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს - 2 ადამიანი დაშავდა

თბილისში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა 4 აპრილს გვიან ღამით ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოხდა. ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რა გახდა ავარიის გამომწვევი მიზეზი, უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. რუსთავი 2