თბილისში ლიბერთი ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს
ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის“ კიდევ ერთი ფილიალი დააყაჩაღეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მათივე ცნობით, ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ყაზბეგის გამზირზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალიც დააყაჩაღეს. Facebook
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე