თბილისში ლიბერთი ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს

თბილისში ლიბერთი ბანკის ფილიალი დააყაჩაღესნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის“ კიდევ ერთი ფილიალი დააყაჩაღეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

მათივე ცნობით, ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ყაზბეგის გამზირზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალიც დააყაჩაღეს.