კახათში მანქანა სახლში შევარდა – დაშავდა 7 მოზარდი, რომლებიც ბოლო ზარს აღნიშნავდნენ

სოფელ კახათში ავტომანქანა საცხოვრებელ სახლში შევარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 7 მოზარდი დაშავდა, რომლებიც ბოლო ზარს აღნიშნავდნენ. მათგან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 5 ახალგაზრდა შეიყვანეს. კლინიკის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ “ლაივპრესს” უთხრა, რომ ორის მდგომარეობა მძიმეა, სამის კი შედარებით სტაბილური. მისივე თქმით, დაშავებულებს კვლევები უტარდებათ. კახათში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით … ვრცლად კახათში მანქანა სახლში შევარდა – დაშავდა 7 მოზარდი, რომლებიც ბოლო ზარს აღნიშნავდნენ