კახათში მანქანა სახლში შევარდა – დაშავდა 7 მოზარდი, რომლებიც ბოლო ზარს აღნიშნავდნენ

კახათში მანქანა სახლში შევარდა - დაშავდა 7 მოზარდი, რომლებიც ბოლო ზარს აღნიშნავდნენსოფელ კახათში ავტომანქანა საცხოვრებელ სახლში შევარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 7 მოზარდი დაშავდა, რომლებიც ბოლო ზარს აღნიშნავდნენ. მათგან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 5 ახალგაზრდა შეიყვანეს.

კლინიკის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ “ლაივპრესს” უთხრა, რომ ორის მდგომარეობა მძიმეა, სამის კი შედარებით სტაბილური. მისივე თქმით, დაშავებულებს კვლევები უტარდებათ.

კახათში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.