ყანდაურაში მკვლელობის საქმეზე 85 წლის ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დააკავეს

პოლიციამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დააკავა. ეს ინფორმაცია imedinews-ს შსს-ში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიება დაკავებულს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვა-ტარებას ედავება, საქმეზე გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიების მსვლელობისას, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის … ვრცლად ყანდაურაში მკვლელობის საქმეზე 85 წლის ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დააკავეს