ყანდაურაში მკვლელობის საქმეზე 85 წლის ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დააკავეს

ყანდაურაში მკვლელობის საქმეზე 85 წლის ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დააკავესპოლიციამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დააკავა. ეს ინფორმაცია imedinews-ს შსს-ში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიება დაკავებულს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვა-ტარებას ედავება, საქმეზე გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიების მსვლელობისას, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ ადგილზე სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა. შემთხვევის ადგილიდან კი ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ-ერთია მოღებულია.

3 მაისს 85 წლის კაცმა სოფელ ყანდაურაში შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, 71 წლის ცოლი კი დაჭრა, რომელიც 7 მაისს საავადმყოში გარდაიცვალა. საქმეზე გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

5 მაისს ომარ გამყრელიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ყანდაურის მკვლელობაში 85 წლის ომარ გამყრელიძის მეორე ვაჟიც მონაწილეობდა? – გამოძიების ახალი ვერსია