”ლურჯი ვეშაპი” თუ უიღბლო სიყვარული – რატომ გადახტა 16 წლის ბიჭი მე-8 სართულიდან

”ლურჯი ვეშაპი” თუ უიღბლო სიყვარული - რატომ გადახტა 16 წლის ბიჭი მე-8 სართულიდანდიღმის მასივში, ადგილზე, სადაც მოზარდი რამდენიმე საათის წინ მერვე სართულიდან გადავარდა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მეზობლების ინფორმაციით მოზარდი 16 წლის არის. ისინი სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ შესაძლოა ეს კომპიუტერულ თამაშებს უკავშირდებოდეს. მეზობლების ნაწილი კი ამბობს, რომ მიზეზი შესაძლოა იყოს ბიჭის შეყვარებული. არსებული ცნობით, მას მოტეხილობები აქვს და ოპერაციას უკეთებენ.

შსს-ის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულიხმობს.

გასული წლის 14 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მაისში დაწყებული გამოძიების თანახმად, ქართულ ინტერნეტში ონლაინ თამაშის – ეგრეთ წოდებული “ლურჯი ვეშაპის” არსებობა არ დასტურდება.

იმედინიუსი