თბილისის საქალაქო სასამართლოში „7 ნოემბრის საქმეზე“ ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი მფლობელი ირაკლი რუხაძე მოწმის სტატუსით დაიკითხა. მან 2007 წლის მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ტელეკომპანიაში განვითარებულმა მოვლენებმა ბადრი პატარკაციშვილის ჯანმრთელობაზე სავალალო გავლენა იქონია. ირაკლი რუხაძის განცხადებით, ხელისუფლებასთან ურთიერთობა გირგვლიანის ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ აირია, მოგვიანებით კი მიხეილ სააკაშვილი პატარკაციშვილს ტელევიზიას საქართველოს რკინიგზაში უცვლიდა. […]
კატეგორია: სამართალი
ახმეტაში ექიმი დააკავეს – კოლეგები სოლიდარობას უცხადებენ
ახმეტაში დაკავებულ ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ მოპოვების მიზნით ყალბი რეცეპტის დამზადებისა და გაცემის საქმეზეა დაკავებული, კოლეგები სოლიდარობას უცხადებენ. დღეს თელავის რაიონული სასამართლო ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. ექიმი ლალი ნონიაშვილი სოციალურ ქსელში მაია კოხტაშვილს მხარდაჭერას უცხადებს. „მაია, ჩემო მეგობარო, დღეს სასამართლოა. განსაკუთრებით მინდა იცოდე, მარტო არ ხარ. შენ გვერდით […]
გიორგი ბარამიძე დააკავეს – „მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის – არ გრცხვენიათ, მაგას რომ მეუბნებით?“
„მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე ვიდეოში, რომელსაც ბარამიძის დაკავებისას მისი მეუღლე ავრცელებს. „ახლა მობრძანდნენ ბატონები და მითხრეს, რომ დაკავებული ვარ, საქართველოს ღალატისთვის, არ გრცხვენიათ, მაგას რომ მეუბნებით?“ – აცხადებს გიორგი ბარამიძე. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე ცოტა ხნის წინ საკუთარ საცხოვრებელ სახლში პროკურატურის წარმომადგენლებმა დააკავეს.
მზია ამაღლობელი -„მოძალადეს ბოდიში რომ არ უნდა მოვუხადო და რეჟიმს შეწყალება არ მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება!“
რეჟიმს შეწყალება რომ არ უნდა მოვთხოვო, ამისთვის რეკომენდაციები არ მჭირდება, ღირსების განცდაც საკმარისია , – ამის შესახებ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი წერილში წერს, რომელსაც „ბათუმელები“ ავრცელებს. ამაღლობელი მიმართავს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომ ძალაუფლება და სახელმწიფო ინსტიტუციები მათ ხელშია, თავად კი საერთაშორისო მართლმსაჯულებას დაელოდება და იმ დღეს, როცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო […]
სასამართლოში გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე შეუძლოდ გახდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში სასწრაფო გამოიძახეს – ექიმების დახმარება მოკლული გიგა ავალიანის დედას დასჭირდა. ეკა კუპატაძე პროცესის დასრულების შემდეგ შეუძლოდ გახდა და სასამართლოს ეზოში გული წაუვიდა. როგორც ეკა კუპატაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მისთვის მძიმე იყო დღევანდელ პროცესზე ყოფნა. საბრალდებო სკამზე იყვნენ ამ მკვლელობის ფიგურანტები და მათი ადვოკატი იცინოდა მთელი პროცესის განმავლობაში, უტეხად მიყურებდა. მეც ვუსწორებდი თვალს, გვერდზე არ ვიყურებოდი”, […]
მოკლული არასრულწლოვანის ვინაობა ცნობილია
თბილისში მკვლელობა მოხდა. შსს-ს ცნობით, არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი ცივი იარაღით მოკლა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს და ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს“, – წერია უწყების […]
თბილისში არასრულწლოვანი მოკლეს – დაკავებულია ასევე არასრულწლოვანი
თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არასრულწლოვანი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე არასრულწლოვანი პირი. უწყების ცნობითვე, დაკავებულმა არასრულწლოვანს ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, თბილისში, […]
სასამართლოში ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გამოიკითხება
თბილისის საქალაქო სასამართლოში გაზეთ “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გამოიკითხება. ის ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით გამოძიების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის, არსენ კალატოზიშვილის თანდასწრებით უპასუხებს. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სვამს კითხვას, „რა გახდა უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ და ამბობს, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც […]
თამაზ ელიზბარაშვილი დააკავეს
თამაზ ელიზბარაშვილი დააკავეს. მას ხელბორკილები სამართალდამცველებმა საკუთარ ბინაში დაადეს. ადგილზე ხმაური იყო. მანამდე, მისი ბინის ჩხრეკის ოპერაცია მიმდინარეობდა. როგორც ცნობილია, სამართალდამცველები იარაღს ეძებდნენ. ამავე მიზეზით გაჩხრიკეს მისი ავტომობილიც. როგორც “პირველებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება თამაზ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ სსკ-ის 151-ე – მუქარისა და 236-ე – ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს.
ზვიად ცეცხლაძე – „სისტემური წამება ციხეში”
აქციაზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს და ციხეში არსებულ ვითარებაზე საუბრობს. წერილი სათაურით – “სისტემური წამება ციხეში” “დაფიონის“ FACEBOOK გვერდზე გამოქვეყნდა. ცეცხლაძე დეტალურად აღწერს ყველა იმ პრობლემას, რომელიც მისი თქმით, არა მხოლოდ მას, არამედ ციხეში მყოფ ყველა პატიმარს ეხება. ყოველთვის ვცდილობ, რომ ციხეში არსებულ დისკომფორტსა და გამოწვევებზე არ ვისაუბრო. არა მხოლოდ საჯაროდ, არამედ ოჯახის […]










