„დღევანდელი საკადრო წრე უკავშირდება მამუკა მდინარაძეს. მდინარაძის კადრი იყო გეკა გელაძე. „ნაცებში“ რომ გელა იყო და „ქოცებში“ გეკა გახდა“ , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ ხელისუფლებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. როგორც ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, ყოფილ ვიცე-პრემიერსა და რეგიონული განვითარების ყოფილ მინისტრის მამუკა მდინარაძის „შიდა პატიმრობა, მხოლოდ ერთი კაცის შიდა პატიმრობა […]
კატეგორია: პოლიტიკა
ირაკლი შაიშმელაშვილი – „გელამ რაღაცები არ შეიზილა და ამიტომ მოხდა მისი გადაყენება”
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი “ქართულ ოცნებაში” საკადრო ცვლილებებს ეხმაურება. მისი თქმით, გელა გელაძემ “რაღაცები არ შეიზილა და ამიტომ მოხდა მისი გადაყენება”. ირაკლი შაიშმელაშვილი აღნიშნავს, რომ ჯობდა სუს-ის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძესავით “საერთოდ გამქრალიყო”, ვიდრე შს მინისტრის მოადგილედ გადასულიყო. გეკა გელაძე, თუ გელა, ვერ ჩამოვყალიბდი რა ჰქვია მაგ კაცს, ეს არ არის […]
მამუკა მდინარაძე – „ივანიშვილი და კობახიძე პოლიტიკიდან წასვლაზე დავარწმუნე”
მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე მის პოლიტიკიდან წასვლაზე არ თანხმდებოდნენ, თუმცა მან მოანც მოახერხა და დაარწმუნა. როგორც აწ უკვე “ოცნების” ყოფილმა ლიდერმა ბრიფინგზე განაცხადა, წუხელ მისის გადაწყვეტილების შესახებ დიდი ხნის განმავლობაში ესაუბრა ჯერ ირაკლი კობახიძე, დღეს დილით კი ბიძინა ივანიშვილს. ჯერ წუხელ პრემიერს დიდი ხნის განმავლობაში ვუსაუბრე, დღეს დილით ასევე ვესაუბრე […]
ირაკლი ღარიბაშვილი – „მამას დაჭერით მემუქრებიან!”
ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან მესამე წერილი გამოაქვეყნა. „მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები, მათი ექსპერტების ცრუ და ცილისმწამებლური განცხადებები. ვუყურებ აღვირახსნილ პროპაგანდას სატელევიზიო სივრცესა და სოციალურ მედიაში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო და მათი მიზანიც გასაგებია ჩემთვის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სულ ტყუილად წვალობთ. ეს წერილი მდინარაძემ თავისი ახლო მეგობრის ხელით გადასცა ჩემი ოჯახის წევრს. ის […]
2 ბინა, 2 ჩანთა 5.995 ევროსა და 8.100 ევროს ღირებულების, წილები და 68 ათასი დოლარი – რა ქონებას ფლობს თიკა რუხაძე
რა ქონებას ფლობს თინათინ რუხაძე. მან ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2025 წლის დეკემბერში შეავსო. ამ დოკუმენტების მიხედვით, თინათინ რუხაძის საკუთრებაშია ორი ბინა თბილისში, საიდანაც ერთი 2010 წელს 100 000 ლარად იყიდა, ხოლო მეორე 2024 წელს 300 000 დოლარად შეიძინა. დეკლარაციის თანახმად, კულტურის ყოფილ მინისტრს ავტომობილი არ უფიქსირდება, თუმცა მის საკუთრებაშია შემდეგი მოძრავი ქონება: მისაღები ოთახის გარნიტური […]
„ივანიშვილის დასანქცირება გარდაუვალია”
„ახალი თაობის” კითხვებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი, გიგი გიგიაძე პასუხობს. – ბატონო გიგი, საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ მინისტრს, სტრამერს ურეიტინგო პრემიერ მინისტრი უწოდა. კობახიძე ასეთ არადიპლომატიური ტონით რატომ მოიხსენიებს, ბრიტანეთის პირველ პირს? – ამის შეფასება ძალიან გამიჭირდება. ამ ადამიანმა და ხელისუფლებაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“ ყველანაირი ზღვარი და წითელი ხაზი […]
სანდრო მეგრელიშვილი – „ჩვენ გადავიქეცით ქვეყნად, სადაც ბატონყმური ურთიერთობაა“
სანდრო მეგრელიშვილმა ტროტუარზე დგომის გამო 4 დღე გაატარა მცხეთის იზოლატორში. ის საქართველოს პირველი მოქალაქეა, რომლის წინააღმდეგაც სადავო არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებული რეპრესიული კანონი გამოიყენა მოსამართლემ და პატიმრობა შეუფარდა. სანდრომ იზოლატორი 27 იანვარს დატოვა. 28 იანვარს კი ცნობილი გახდა, რომ სააპელაციო სასამართლომ სანდრო მეგრელიშვილის სააპელაციო საჩივარი განსახილველად არ მიიღო. სანდრო მეგრელიშვილი: “35 წლის ვარ. განათლებით საერთაშორისო […]
გურამ მაჭარაშვილი – სად პოულობთ ასეთ ინფორმაციებს? BBC-ს რა რეიტინგიც აქვს, ნახეთ ამერიკის პრეზიდენტის განცხადება, ისწავლეთ, იმეცადინეთ
სად პოულობთ ასეთ ინფორმაციებს? – მე ვიცი რომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი კი არა, დიდგორის ომის დროს იყო – შეიძლება უფრო ადრეც, გორგასლის დროინდელიც, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის” დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ჟურნალისტებთან BBC -ს მასალას, სადაც საუბარია, რომ „საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს“. მისი თქმით, BBC-ის მიერ გავრცელებული […]
„ეკონომიკის მინისტრი პირდაპირი წესით ასხვისებს, ან ლარად, პრაქტიკულად ჩუქნის სხვადასხვა პირებს, თუ ბიზნესს სახელმწიფო ქონებას“
აქტიური განხილავის საგანია ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილს მილიონიან ქონებები და ისიც, რომ ფულის მიმართ გულგრილი არაა მინისტრი, ამბობენ, დღემდე საკუთარი ბიზნესის ლობიზმითაცაა დაკავებული. ავიაცია და ტურიზმი მისი საყვარელი სფეროა, საიდანაც დიდ ფულს აკეთებდა და აკეთებსო. რაც ოფიციალურად აქვს დეკლალირებული, ერთი საკითხია, საინტერესოა, რას არ დეკლარირებს?! ქვეყანაში ნორმალური ანტიკორუფციული სამსახური რომ არსებობდეს, გამოძიება უკვე დაწყებულიც იქნებოდა […]
ყელსაბამი 13.000 ლარი, კარტიეს ბეჭედი 15.000 ლარი – რა ჯდება მარიამ ქვრივიშვილის მხოლოდ ერთი ლუქი
ეკონომიკის მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს მხოლოდ მიწები და სასტუმროებიო, მიწები და ავიაბილეთები, მიწები და რესტორნები აინტერესებდეს, მას უყვარს ძვირადღირებული ტანისამოსი. არაფერი ცუდი ძვირადღირებულ ტანისამოსში არაა, ღატაკი ქვეყნის მინისტრი რომ არ იყო, თან მაშინ, როცა კობახიძე ამტკიცებს, კორუფციას ვებრძვიო. საჯაროდ დადებული ფოტოებიდან მხოლოდ ერთი ლუქი რომ ავიღოთ „ჰაბიბი გოგოსი“ (როგორც გვიყვებიან ასე იმიტომ ეძახიან რომ ადამიანებს მისალმების ნაცვლად ჰაბიბის […]










