ავარია ცენტრალური მაგისტრალის გორის მონაკვეთთან – როგორც ადგილიდან “ტვ პირველის” კორესპოდენტი იუწყება, ერთმანეთს სამი ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახა. ამ წუთებში საპატრულო გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა შეფერხებულია – ადგილზე საპატრულო ეკიპაჟებია ეკიპაჟებია მობილიზებული, პერიმეტრი კი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
კატეგორია: შემთხვევა
3-დღიანი ძებნის შემდეგ, ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ქუთაისიდან პრაღაში გაფრენილ თვითმფრინავს მეხი ორჯერ დაეცა
ქუთაისი-პრაღის რეისზე თვითმფრინავს ორჯერ მეხი დაეცა. შემთხვევის გამო ფრენა გაუქმდა და თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში დაბრუნდა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, თვითმფრინავს მეხი აფრენიდან დაახლოებით ნახევარ საათში დაეცა. პილოტს საქართველოს საჰაერო სივრცე ჯერ დატოვებული არ ჰქონდა, ამიტომ უკან დაბრუნდა. ამ დროისთვის მგზავრები სასტუმროში არიან გადაყვანილები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც „პრაიმტაიმს“ აეროპორტის წარმომადგენელმა განუცხადა, ასეთი შემთხვევა ადრეც მომხდარა, თუმცა […]
ბათუმში რუს ტურისტს მეხი დაეცა
ბათუმში, სანაპიროსთან რუს ტურისტს მეხი დაეცა და დაშავდა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბირგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც კლინიკაში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცი ქირურგიულ განყოფილებაში არის მოთავსებული. ექიმების თქმით, მას სხეულზე პირველი-მეორე ხარისხის დამწვრობა აღენიშნება. „ახალგაზრდა მამაკაცს ყველა სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა. მოთავსებულია ქირურგიულ განყოფილებაში, სხეულის პირველი-მეორე ხარისხის დამწვრობით. სტაბილურად ფასდება მისი მდგომარეობა”,- აცხადებენ კლინიკაში
ასპინძაში კაცს მეხი დაეცა და დაიღუპა
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთასთან მეხის დაცემის შედეგად ერთი კაცი დაშავდა, მეორე კი გარდაიცვალა – ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. შემთხვევა დღეს, 10 სექტემბერს მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მეხის ჩამოვადნის დროს ორივე პიროვნება ტყეში იმყოფებოდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს, ერთი ადამიანი უკვე დაღუპული დახვდა, მეორე კი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
„ტყუპები გარდაიცვალნენ, ჩახუტებულები იყვნენ“ – ზუგდიდში ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა
ზუგდიდში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. როგორც ცნობილია, სახლში კიდევ ორი ადამიანი იმყოფებოდა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ხანძარი ზუგდიდში საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე, ბინაში გაჩნდა. კომენტარებიდან ირკვევა, რომ გარდაცვლილი ბავშვები ტყუპები იყვნენ. ,,ღმერთოო, სად გავექცე კივილის ხმებს არ ვიცი … „ბავშვებს წყალი […]









