გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის დირექტორი კოვიდვაქცინასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. გიორგი ჩალაძის თქმით, სახელისუფლო წრეები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ ვაქცინაციასთან დაკავშირებით: „ვაქცინაცია რთული თემაა. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. დავამთავროთ არასწორი ინფორმაციის გავრცელება, ეს ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება. მივაწოდოთ ჩვენს მოსახლეობას ღია ინფომაცია და მარტივად ავუხსნათ, რომ ეს არის საჭირო მათი ჯანმრთელობისთვის და ჩვენი ეკონომიკის გახსნისთვის. […]
კატეგორია: საზოგადოება
ქეთი დოლიძე – “ელიავას ბაზრობაზე ხიდის ქვეშ დაბუდებული ხალხი თავის სოფლებში რატომ არ მიდის?!”
რეჟისორი ქეთი დოლიძე რეგიონებიდან და სოფლებიდან ჩამოსული ხალხის შესახებ „ტვ პირველზე“ საუბრობს. „მე არ დავდივარ ელიავაზე საერთოდ, მაგრამ ნახეთ ერთი, რა ხდება ელიავას ბაზრობაზე, თუ არ დაგემალებიან, მაჩვენეთ, რას აკეთებენ ელიავას ბაზრობაზე ხიდის ქვეშ დაბუდებული ხალხი. რატომ არ მიდიან თავიანთ სოფლებში?!რატომ არ ამუშავებენ მიწას, რატომ არ უბრუნდებიან თავიანთ სოფლებს. როგორ შეიძლება მთელი საქართველო იყოს თბილისში, […]
“საქართველოში ვაქცინა უკვე გაკეთებული აქვს რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირს”- გიორგი ჩალაძე
გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩალაძემ „მთავარ არხთან” განაცხადა, რომ კორონა ვაქცინა საქართველოშიც რამდენიმე ადამიანს გაკეთებული აქვს. “მე როგორც ვიცი, თბილისში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე გაკეთებული აქვს რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირს თუ მაღალი იერარქიის ადამიანს. ასეთი ადამიანები არჩევანს არ აჩერებენ ჩინურ ვაქცინაზე ან იგივე, რუსულ “სპუტნიკზე”, ისინი იკეთებენ საუკეთესოს მათგან, რაც მსოფლიოში, დღესდღეობით, არსებობს.” – […]
ნოვოსიბირსკის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს საბოლოოდ წყვეტს
ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის განცხადებით, ქართველ პრიმა ბალერინასთან, ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს საბოლოოდ აუქმებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანანიაშვილმა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა მოლაპარაკება უკვე გამართეს. “მხარეების შეთანხმებით, გადაწყდა ადრე დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა”, – წერია განცხადებაში. აქვე გეტყვით, რომ გასაფორმებელი კონტრაქტის გადახედვა თეატრმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მედიაში ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. მაშინდელ განცხადებაში რუსული მხარე აღნიშნავდა, რომ ხელმძღვანელის […]
„გაურკვეველი შხამქიმიკატის გაკეთებას სჯობს, პირბადე ვატაროთ“ – გიორგი ფხაკაძე COVID 19-ის ვაქცინაზე
„გაურკვეველი შხამქიმიკატის გაკეთებას სჯობს, პირბადე ვატაროთ და დისტანცია დავიცვათ”, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე და კორონავირუსის ვაქცინის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „ჩინური ვაქცინები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არაა დამტკიცებული და არც ერთ სამედიცინო ჟურნალში ამ ვაქცინის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. მათ არც ერთი კვლევა არ დაუბეჭდავთ. ვიღაცას კი უჩხვლიტეს, მაგრამ შედეგები არავისთვის გაუზიარებიათ. მნიშვნელობა არ აქვს, […]
მანანა თოქმაჯიშვილი – “მინახავს, როგორ წმენდდა ბიძინა მუშებთან ერთად თოვლისგან ეზოს”
მანანა თოქმაჯიშვილი, რომელიც ადრე ბიძინა იავნიშვილის პიარში მუშაობდა, “ქართული ოცნების” დამფუძნებელთან პირველ შეხვედრას იხსენებს: “2011 წლის ოქტომბერში, ჩემი დაბადების დღე ახლოვდებოდა, როდესაც მისი პირველი ღია წერილი გამოქვეყნდა. როგორი გარემო იყო საქართველოში, ვფიქრობ, ყველას კარგად ახსოვს – სრული უიმედობის პერიოდი. სადღაც ერთ კვირაში მის ოფისში აღმოვჩნდი. მახსოვს, თავად შემოვიდა ჩვენ ოთახში, გამეცნო და წარმატებები მისურვა. მაშინ […]
„აჩვენა მსოფლიოს, თუ როგორ ტოვებს ძლიერი ლიდერი ძალაუფლებას” – ტიკარაძე ივანიშვილზე
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება. “თავისი მმართველობის პერიოდში გაატარა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა ქვეყანაში. რაც შეეხება ამ რეფორმებს, მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, მედია თავისუფლება, ასევე სასამართლო რეფორმა, რომელიც უპრეცედენტოა და რა თქმა უნდა, ის ჯანდაცვის რეფორმები, რომლებიც აუცილებლად მუდმივად იქნება ასოცირებული მის სახელთან. ძალაუფლების დატოვების ამ ფორმით ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ […]
ლადო კახაძე – „საპატრიარქოს მივმართავ, სახალხოდ, ერთად გავიკეთოთ ვაქცინა“
“ქართული ოცნების” დეპუტატი, ლადო კახაძე აცხადებს, რომ მზადაა, კორონავირუსის ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოვა პირველმა მან გაიკეთოს. “იქნებ პირველი ვაქცინაციის დროს და ურწმუნოთა დასანახად კი არა მარტო, ნდობის ასამაღლებლად ვაქცინაციის, იმ ასაკობრივი მოწოდებული ჯგფებიდან, პირველი ეს არის დარგში ყველაზე დიდი გამოწვევის მქონე პირები, ასაკობრივი ცენზი და ასე შემდეგ. ჩვენ ვისაუბრეთ ამ თემაზე და იქნებ გავაკეთოთ ინიცირება, […]
”დღეს ჩამოვარდი კიბიდან, და სასწრაფო უნდა გამოვიძახო?” – მაყურებლის კითხვა ლევან რატიანს – ვიდეო
მაესტროს” ეთერში მაყურებლის კითხვებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი პასუხობდა.ერთ-ერთი მაყურებლის კითხვამ, რომელიც ამბობდა რომ კიბიდან ჩამოვარდა და უნდა გამოიძახოს თუ არა სასწრაფო ექიმი და წამყვანი გაახალისა: “გადავიტანე კოვიდი, დამატებით დღეს ჩამოვვარდი კიბიდან, კუჭის არით დავეცი საფეხურს ამისხლიტა და გადავვარდი, დამიტოვა ტკივილები კუჭის არეში და მაინტერესებს საჭიროა თუ არა გამოვიძახო სასწრაფო?” – ჰკითხა მაყურებელმა […]
ეკატერინე ტიკარაძე კელი დეგნანს შეხვდა – “საქართველოში პფაიზერის ვაქცინა შემოვა”
საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „პფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრისას განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრმა ამერიკელ დიპლომატს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ვაქცინაციის საკითხს. „ელჩთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ვისაუბრეთ პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ […]