19 მაისიდან გალერეა ,,გამრეკელი მოდერნი“ ორი კვირის განმოვლობაში მასპინძლობს თიკო ბახტაძის სოლო გამოფენას სახელწოდებით „მაგრამ, მე მხოლოდ ადამიანი ვარ“. ექსპოზიციაზე გაერთიანებულია 30-დე ფერწერული ტილო, რომელიც მხატვარმა სპეციალურად ამ გამოფენისთვის შექმნა. მას სრული სერია გააზრებული აქვს, როგორც ერთი მთლიანობა და წარმოადგენს პარალელურ, ილუზიურ სამყაროს, რომლის მთავარი იდეური არსი ადამიანია. სერიის მკვეთრი ფერადოვანი გადაწყვეტა დაძაბულ კომპოზიციაში, რაც მნახველში ერთი შეხედვით […]
კატეგორია: კულტურა
„დედა ხუთი წლისას გარდამეცვალა…” – „ქართველი მოცარტი” ცოტნე ზედგინიძე
ქართველი ვუნდერკინდი, კომპოზიტორი ცოტნე ზედგინიძე, რომელიც 5 წლიდან წერს საკუთარ ნაწარმოებებს და რომელსაც ქართველ მოცარტსაც უწოდებენ ხოლმე, სატელევიზიო გადაცემა „გორგილაძის აუტანელ სიმსუბუქეში” გარდაცვლილ დედაზე საუბრობს. ცოტნეს თქმით, საჯაროდ გამოსვლა და დიდი პუბლიკის წინაშე კონცერტების გამართვას არ გეგმავდა, თუმცა გადაწყვიტა, დედის ხსოვნის პატივსაცემად გაემართა კონცერტი და ორი საათი სწორედ მისთვის დაუკრა.
„ჟამი ბროწეულისა” – ხელოვნების სასახლე მხატვარ ნოდარ ბადურაშვილის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას უმასპინძლებს
29 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით „ხელოვნების სასახლე” ცნობილი ხელოვანის, მხატვრობაში გამორჩეული სტილის „ლევკასის” უბადლო შემსრულებელს ნოდარ ბადურაშვილის გამოფენას უმასპინძლებს. „ჟამი ბროწეულისა” – ასე ქვია ნოდარ ბადურაშვილის პერსონალურ გამოფენას, რომელიც მხატვრის 70 წლის იუბილეს ეძღვნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის უნიკალური კოლექცია, რომელსაც ის წლების განმავლობაში ამზადებდა გამოფენისთვის. გამოფენის ორგანიზატორები არიან: გალერეა არტ-ქორნერი, ინტერნეტ პორტალი artrooms.ge და […]
ნოვოსიბირსკის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს საბოლოოდ წყვეტს
ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის განცხადებით, ქართველ პრიმა ბალერინასთან, ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს საბოლოოდ აუქმებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანანიაშვილმა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა მოლაპარაკება უკვე გამართეს. “მხარეების შეთანხმებით, გადაწყდა ადრე დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა”, – წერია განცხადებაში. აქვე გეტყვით, რომ გასაფორმებელი კონტრაქტის გადახედვა თეატრმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მედიაში ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. მაშინდელ განცხადებაში რუსული მხარე აღნიშნავდა, რომ ხელმძღვანელის […]
უშგულში გენიოსი ფრიდონ ნიჟარაძე გარდაიცვალა
ქართველი მხატვარი ფრიდონ ნიჟარაძე გარდაიცვალა. ამის შეხებ ფეისბუქში გვერდი “სვანეთი და სვანები” წერს: “ძალიან სამწუხარო ინფორმაცია უშგულიდან . გარდაიცვალა ქართველი გენიოსი მხატვარი, ფრიდონ ნიჟარაძე. ვიზიარებ ოჯახის ამ უდიდეს მწუხარებას… უფალმა დაუმკვიდროს მის სულს ცათა სასუფეველი იქ, სადაც მართალნი განისვენებენ … ამინ წყარო : უშგული • კაფე ენგური”
ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, ლენი კრავიცის გადაწყვეტილებით, მსოფლიო ტური აღარ გაიმართება
ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, ლენი კრავიცის გადაწყვეტილებით, მსოფლიო ტური, HERE TO LOVE აღარ გაიმართება. ამის შესახებ მუსიკოსმა თავად ამცნო მსმენელს საკუთარი სოციალურ ქსელის მეშვეობით. შესაბამისად, ტურის გაუქმების შედეგად, არ ჩატარდება მისი კონცერტიც, რომელიც 2021 წელს საქართველოში იყო დაგეგმილი. მომღერალმა ტურის გაუქმების მიზეზად COVID 19-ის გავლენით გამოწვეული ახალი რეალობა დაასახელა. „მივმართავ ჩემს გულშემატკივრებს ევროპიდან, სამწუხაროდ მიწევს თქმა, […]
ამერიკაში მსოფლიო სცენაზე, კარნეგი ჰოლში საშობაო ფესტივალი დასრულდა
22 დეკემბერს ამერიკაში მსოფლიო სცენაზე, კარნეგი ჰოლში საშობაო ფესტივალი დასრულდა, ტრადიციას წელსაც არ უღალატა, საქველმოქმედო ფონდმა : ,,მსოფლიო ტალანტები” რომლის დამფუძნებელიც ქართველი ბარიტონი დავით ღვინიანიძე გახლავთ და საოცარად შთამბეჭდავი ზეიმი შემოგვთავაზა . გვარად ღვინიანიძემ, რომელსაც მეღვინეობაც აქვს დამთვრებული და პროფესიონალი მეღვინე მამა ჰყავს კონცერტი უკვდავი ზაქარია ფალიაშვილის “ღვინოვ კახუროთი” გახსნა , სუხიშვილების მოცეკვავეებთან ერთად . […]
SOLO-სა და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში ანდრო სემეიკოს გამოფენა გაიმართება
SOLO-სა და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში 26 ოქტომბერს ანდრო სემეიკოს გამოფენა გაიმართება. გამოფენა 26 ნოემბრამდე გასტანს და ევგენია ტაბიძის ხსოვნას მიეძღვნება. გამოფენა დაფუძნებულია ცისფერყანწელ პოეტთა ნაწარმოებებზე, მათ ცხოვრებასა და იმ სოციო-პოლიტიკურ გარემოზე, რომლის დროსაც ისინი ქმნიდნენ თავიანთ ნაწარმოებებს. გალერეა „ერთში“ წარმოდგენილი იქნება ანდრო სემეიკოს ფერწერული ინსტალაციები, სადაც საზღვრები ცისფერყანწელთა პოეზიასა თუ მხატვრის სპონტანურ ხაზებს შორის […]
SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა
ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება. 15 სექტემბერს კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა. გამოფენაზე, რომელიც 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება, წარმოდგენილია არტისტის მიერ შექმნილი უნიკალური ფოტოები, რომლებიც დამთვალიერებელს არამხოლოდ სასიამოვნოდ გააოცებს, არამედ განსაკუთრებული ემოციებითაც აავსებს. კოკა რამიშვილი თავის ნამუშევრებში გეომეტრიულ ფორმებს ქმნის. ის ფოტოგრაფიის საშუალებით იმ სინათლეს წარმოაჩენს, რომელსაც ხელოვანი რბილ ნაცრისფერ მონოქრომულ რიგად ანაწევრებს. […]
“რედაქციაში ჩამოვიდა ილია და გვითხრა, დაგვებადა, დაგვებადაო” – დღეს ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეა
1861 წლის 14 ივლისს დაიბადა ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე – ლუკა რაზიკაშვილი. მისი ფსევდონიმი ვაჟა-ფშაველა იყო. მოგონებები ვაჟა-ფშაველაზე: “მამას ჩარგალი უყვარდა. ყვავილებიდან ყველაზე მეტად – ია. მოკრეფდა რამდენიმე ღერს და ყნოსავდა ხოლმე. ეს რომ ვიცოდი, მეც გავიდოდი მახლობელ ტყეში, მოვკრეფდი იებს, შევკრავდი კონად და მივართმევდი, როცა იგი ფანჯარასთან იჯდა და გატაცებით წერდა. წერის […]