ლუდმილა ავიძბა: „აფხაზებს შიდსის ვირუსი მუსრს ავლებს. გვიშველეთ, პატარა ერი ვართ“

ლუდმილა ავიძბა: „აფხაზებს შიდსის ვირუსი მუსრს ავლებს. გვიშველეთ, პატარა ერი ვართ“გასულ წელს სოხუმის შიდსის ლაბორატორიაში ვირუსით ინფიცირების 1100 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ განცხადება გააკეთა დე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის ვენეროლოგიური დისპანსერის ექიმმა ლუდმილა ავიძბამ. მისი მონაცემებით, 15 წლის მანძილზე შიდსის ვირუსით გარდაცვლილია 200 ადამიანი. დისპანსერში კონკრეტულ სტატისტიკას ვერ ფლობენ, რადგან ბევრი ინფიცირებული პაციენტი აღრიცხვაზე საერთოდ არ იმყოფება.
ყოველთვიურად ცენტრში რვიდან ათამდე ახალი აივ ინფექციით დაავადებული პაციენტი ფიქსირდება.

შარშან ვირუსი 80 ადამიანს აღმოაჩნდა. დღეისთვის ეს ციფრი 398-მდეა ასული, საიდანაც ექვსი ბავშვია. ყველა მათგანი სპეციალური მკურნალობის კურსს გადის. წამალი ვირუსს არ ანადგურებს, მაგრამ მის გავრცელებას ხელს უშლის. მედიკამენტები სოხუმის დისპანსერს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო ფონდიდან მიეწოდება. ასევე არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომლებიც ორსულ ქალებს საშუალებას აძლევს შიდსის ცენტრში ვირუსის ინფიცირებაზე ანალიზი უფასოდ გაიკეთონ.
„ჩვენ ისედაც მცირერიცხოვანი ერი ვართ და თითოეული ასეთი შემთხვევა ტრაგედიის ტოლფაისა. საზოგადოებაც და ხელისუფლებაც უნდა გავერთიანდეთ და ერთად ვებრძოლოთ 21-ე საუკუნის ჭირს“, – აცხადებს ლუდმილა ავიძბა.
თავის მხრივ, დე-ფაქტო აფხაზეთის რესუბლიკის შიდსის ცენტრის უფროსის საიდა პალბას „სპუტნიკ აფხაზიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ აფხაზეთში ყოველწლიურად 15 ადამიანი იღუპება აივ-ინფექციისგან.
ამ ეტაპზე აფხაზეთიდან რვა ადამიანი გადის მკურნალობას თბილისის შიდსის ცენტრში. მათ საქართველოს მთავრობა უფასოდ უწევს სამედიცინო დახმარებას.

geodoc.ge