ანა ჟღენტი: „არანაირი გრიპები არ არსებობს, საქართველო გახადეს საცდელ ობიექტად!“

ანა ჟღენტი: „არანაირი გრიპები არ არსებობს, საქართველო გახადეს საცდელ ობიექტად!“,,SOS ლუგარის ლაბორატორია უნდა დაიხუროს! არანაირი გრიპები არ არსებობს, საქართველო გახადეს საცდელ ობიექტად! რამდენი უნდა დაიღუპოს?” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ადვოკატი ანა ჟღენტი.

საქართველოში ღორის გრიპით გარდაცვალების კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის არსებული დადასტურებული ინფორმაციით, H1N1-ის  ვირუსს 8 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან ე.წ. ღორის გრიპით 4 ადამიანია გარდაცვლილი აჭარაში.

დაავადებათა ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, გარდაცვლილ რვავე პაციენტს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, რამაც ვირუსის გამწვავება გამოიწვია. გარდა ამისა, მათ სამედიცინო დაწესებულებებს დაგვიანებით მიმართეს.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი ამბობ, რომ კლინიკებში ამჟამად მკურნალობას 130-მდე ადამიანი გადის და მათი უმეტესობა ბავშვია.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით ქვეყანაში ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს.  მისი თქმით, დღეს არსებული მონაცემებით, ვირუსი 100 ათას ადამიანზე მხოლოდ 277 ადამიანს დაუდასტურდა, ეპიდემიის საფრთხე კი დგება მაშინ, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა 500-მდე გაიზრდება.

tvm.ge