საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში, 85 წლის ომარ გამყრელიძემ შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა.
შემთხვევის დროს დაჭრილია მამაკაცის ცოლი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან თავდაპირველად, შვილს და რძალს ესროლა, შემდეგ კი, დასახმარებლად შესული მეზობელი დედა-შვილიც მოკლა.
ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის დანაშაულის ჩადენის მოტივი უცნობია. ისინი აცხადებენ, რომ ოჯახში ბოლო პერიოდია კონფლიქტი აღარ ჰქონიათ.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში მცხოვრებმა 85 წლის ო.გ. დააკავეს, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ერთდროულად 4 ადამიანს – შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც, თუმცა შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში მისულმა სამართალდამცველებმა, ო.გ. ადგილზე დააკავეს.
ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

