ბორჯომის პირველ საჯარო სკოლასთან შეკრებილებს რამდენიმე წუთის წინ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გაუჩინარებული გოგონები პოლიციის ეკიპაჟმა ხაშურში იპოვა. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ერთ-ერთი დაკარგული გოგონას დედა შეუძლოდ გახდა.
მისთვის დახმარების სასწრაფო დახმარების ექიმები ცდილობენ. ამასთან, სკოლის სიახლოვეს მდებარეობს ბორჯომის პოლიციის შენობა და შენობასთან მყოფი პოლიციელები აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
ინფორმაციას გოგონების პოვნის შესახებ ჯერ არც შსს-ს პრესსამსახურში ადასტურებენ.
ორი არასრულწლოვანი გოგონა, რომელთაც სამართალდამცავები ეძებენ, ბორჯომის 1-ლი საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები არიან. გოგონები დილიდან არავის უნახავს. გაუჩინარებული მოზარდების ახლობლები ვერსიებზე ვერაფერს ამბობენ.
ბორჯომის რესურსცენტრის ხელმძღვანელის იზოლდა ლომიძის ინფორმაციით, დაკარგული გოგონების მობილური ტელეფონები ბორჯომში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ლიმონათის მიტოვებულ საამქროში იპოვეს.
იპნ

