კატეგორია: სამართალი

მაჩალიკაშვილების ოჯახი  ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნით მიმართავს

პანკისში დღეს აქცია გაიმართება. ადგილობრივები სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობას და სპეცოპერაციაში მონაწილე პირების დასჯას მოითხოვენ. როგორც “ინტერპრესნიუსს” თემირლან მაჩალიკაშვილის დამ განუცხადა,14:00 საათზე, სოფელ დუისის საზოგადოებრივ ცენტრში შეიკრიბებიან და ხელისუფლების მიმართ რამდენიმე მოთხოვნას გააჟღერებენ. მაჩალიკაშვილების ოჯახი არ გამორიცხავს, რომ აქციები თბილისში გაგრძელდეს. შეგახსენებთ, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 […]

საკუთარ კაბინეტში აფეთქებული ზვიად ლაგვილავას ოჯახი სუს-ს ფარულ თვალთვალში ადანაშაულებს

საკუთარ კაბინეტში აფეთქებული სუს-ის აფხაზეთის მიმართულების ხელმძღვანელის, ზვიად ლაგვილავას ოჯახი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ფარულ მიყურადებასა და თვალთვალში ადანაშაულებს. ზვიად ლაგვილავას დედის მტკიცებით, ვახტანგ გომელაურსა და მისი თანამშრომლებს გარდაცვლილის ოჯახის დაშინება სურთ. ზვიად ლაგვილავას ოჯახის ინფორმაციით, სუს-ის აფხაზეთის მიმართულების ხელმძღვანელი შურისძიების მიზნით მოკლეს. მკვლელობის შემკვეთად ოჯახი სუს-ის მაღალჩინოსნებს ასახელებს და ამ დანაშაულში სამეგრელოს მოქმედი გუბერნატორის, ლევან […]

ფეხბურთელ საბა კვერკველიას სახლში ქართველი გულშემატკივრის გვამი იპოვეს

ფეხბურთელ საბა კვერკველიას სახლში გულშემატკივრის გვამი იპოვეს. შემთხვევა რუსეთის დედაქალქ მოსკოვში მოხდა. რუსული მედიის ცნობით, ცხედარი, რომელიც ფეხბურთელის სახლში იპოვეს, ქართული პასპორტი ჰქონდა. ცხედარი ფეხბურთელის მეზობელმა აღმოაჩინა. საბა კვერველია საქართველოს ნაკრების წევრი და მოსკოვის “ლოკომოტივის” ფეხბურთელია. გულშემატკივრის გარდაცვალების წინასწარი მიზეზი ნარკოტიკების გადაჭარბებაა. არსებული ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთის მხარდამჭერი მსოფლიო ჩემპიონატის ერთი-ერთი მატჩის საყურებლად ჩავიდა. ცხედართან ერთად […]

“ანა ნაცვლიშვილი რამდენიმე პირის მიერაა მოკლული, გამოყენებულია რამდენიმე იარაღი”

20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი, ნაირა ოტიაშვილი ირწმუნება, რომ გოგონა მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ არააა მოკლული. მისივე თქმით, საქმეში მკვლელობის იარაღად მხოლოდ ერთი დანა არ უნდა ფიგურირებდეს. “არის რამდენიმე იარაღი გამოყენებული გოგონას მკვლელობაში, რაც ცალსახად მეტყველებს, რომ დანაშაული ერთი ადამიანის მიერ არაა ჩადენილი და ლადო გრიგალაშვილის მიერ არაა ჩადენილი. ამოღებული დანა […]

რა კრიტერიუმებით აირჩევა მთავარი პროკურორი

ქვეყანა ახალი მთავარი პროკურორის არჩევის მოლოდინშია. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 პრიმა მუხლის თანახმად, მთავარი პროკურორის შესარჩევად საჯარო კონსულტაციები უკვე დაიწყო. ვინ შეიძლება გახდეს მთავარი პროკურორი, ანუ როგორია გენერალური პროკურორის შერჩევის კრიტერიუმები?მთავარ პროკურორად შეიძლება აირჩიონ ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ, პროკურორად ან საერთო ან სისხლის […]

კახა შუშანაშვილს, ზაზა ელიკაშვილსა და გიორგი ელერჯიას საფრანგეთში 10 წელი მიუსაჯეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საფრანგეთის სასამართლომ „კანონიერ ქურდებს“ – კახა შუშანაშვილს, ზაზა ელიკაშვილსა და გიორგი ელერჯიას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა და მათ სამუდამოდ აეკრძალათ საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლა. “შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 16-17 აპრილს, ქართველი, ფრანგი და ბერძენი სამართალდამცველების […]

ოზურგეთში სპეცრაზმია მობილიზებული

ოზურგეთში სპეცრაზმია მობილიზებული. სამართალდამცველების დიდი რაოდენობით მობილიზება, სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას უკავშირდება. ამის შესახებ “რუსთავი 2” წერს. ენმ-ს წევრები და მხარდამჭერები მერიასთან იკრიბებიან. სამართალდამცველები მერიის შენობასთანაც იმყოფებიან. ოპოზიციური პარტიის მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა. ისინი ყველა იმ პირის დასჯას ითხოვენ, ვინც რამდენიმე დღის წინ ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ცემაში მონაწილეობდა. შეგახსენებთ, რომ […]

კრიმინალური გარჩევა და ფულის გამოძალვა – დაკავებულები კანონიერი ქურდის, ნადირ სალიფოვის, დავალებით მოქმედებდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში დაკავებულ “კანონიერი ქურდობის” ბრალდებულ 2 პირს ნადირ სალიფოვთან (მეტსახელად “გული”) კავშირი ჰქონდათ და მისი დავალებით მოქმედებდნენ.”სამართალდამცველებმა, ბ.ბ. და ჯ.ო., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, მობილური ტელეფონები ამოიღო, რომლებშიც ბრალდებულების „ქურდული სამყაროს“ წევრებთან კავშირის დამადასტურებელი ინფორმაცია ინახება. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბ.ბ.-მ და […]

ავარია თბილისში – დაშავებულია სამი ადამიანი, 6 მანქანა დაიმტვრა

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა, სამივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.შემთხვევის შედეგად 6 ავტომობილი დაზიანდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

შსს – “დომენიკ მანგოზე გადაღებული ვიდეო დადგმულია”

ძალადობის ამსახველი ვიდეო, რომელიც კუკური ბარამიძეზე, იგივე დომენიკ მანგოზე გავრცელდა, დადგმულია და ძალადობას ადგილი არავის მიმართ ჰქონია. ამის შესახებ ,,ნიუპოსტს“ შს სამინისტროს პრესცენტრიდან აცნობეს. “გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ვიდეო არის დადგმული და არავის მიმართ არ განხორციელებულა ძალადობის ფაქტი”, – განაცხადეს შსს-ში. ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანდა თუ როგორ იხდიდა ბოდშს დომენიკ მანგო პატრიარქის შეურაცხოფისთვის, კადრებში […]

akhalitaoba.ge © 2017-2018