ჭდე: ბაგრატ მესამე

ბაგრატ III-ის მამიდაშვილები – ერთიანობისთვის გაღებული მსხვერპლი

ბაგრატ III-ის მამიდაშვილები – ერთიანობისთვის გაღებული მსხვერპლი

ეპოქამ, იღბალმა, სვებედმა და რაღა თქმა უნდა, იმჟამინდელმა ქართველმა პოლიტიკოსებმა ბაგრატ III-ს საქართველოს გაერთიანების შანსი მიართვეს საჩუქრად, ჯერაც ყრმას. გაიზარდა ეს ყრმა და ეს ძღვენი დედის რძესავით შეირგო. გაიზარდა და რაც უწყალობეს, იმის გარდა ნელინელ (ხანაც მალიმალ) სხვა მიწებიც მოირთო და მოიმტკიცა. ტაო-კლარჯეთი, მისი ფუძემდებლის – აშოტ კურაპალატის შემდეგ, აღარასოდეს ყოფილა ერთიანი სამთავრო. დაინაწილეს სამფლობელოებად […]