ჭდე: ეროვნული გამოცდები

დღეს ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება

ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი შეიცვალა

დღეს ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება. როგორც “ინტერპრესნიუსს” გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, გამოცდების საბოლოო შედეგები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების ნახვა ეროვნული გამოცდების ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეეძლებათ. დღესვე აღნიშნულ თემაზე გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი გააკეთებს განცხადებას.

ქართულ ენაში ჩაიჭრა 6%, მათემატიკაში – 20%

ზოგადი უნარების გამოცდის მინიმალური ბარიერი აბიტურიენტების 13%-მა ვერ გადალახა

პირველადი მონაცემებით, ქართულ ენასა და ლიტერატურის გამოცდაში 6%-მა ვერ გადალახა ზღვარი. გეოგრაფიის გამოცდაში ორი ვარიანტი დაიწერა, ერთ ვარიანტში ზღვარი ვერ გადალახა 10%-მა, ხოლო მეორე ვარიანტში – 16%-მა. რაც შეეხება მათემატიკის გამოცდას, ამ საგანში აბიტურიენტთა 80%-მა გადალახა ზღვარი. ნიუპოსტი

უცხო ენების გამოცდაზე აბიტურიენტების 6% ჩაიჭრა

ზოგადი უნარების გამოცდის მინიმალური ბარიერი აბიტურიენტების 13%-მა ვერ გადალახა

უცხო ენების გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დაახლოებით 6%-მა ვერ გადალახა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უცხო ენების ჯგუფის ხელმძღვანელმა რუსუდან ტყემალაძემ უცხო ენების გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით განუცხადა. მისივე თქმით, უცხო ენების გამოცდა ჩატარდა ინგლისურში, რუსულში, გერმანულსა და ფრანგულში, ოთხივე ენაში ერთად, უმაღლესი შეფასება 109 აბიტურიენტმა მიიღო. „დაახლოებით აბიტურიენტების 6%-ია ჩაჭრილი ოთხივე ენაში. 109 აბიტურიენტმა მიიღო უმაღლესი […]