ჭდე: ინვესტიცია

საქართველოში უცხოური ინვესტიციები 34.9 პროცენტით შემცირდა

საქართველოში უცხოური ინვესტიციები 34.9 პროცენტით შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 232.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34.9 პროცენტით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. „საქსტატის“ ცნობით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა). აღსანიშნავია, რომ […]

“$300 მლნ პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით შემოვა საქართველოში”

Forbes-ის რეიტინგი: ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალები

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშილი „საქართველოს კაპიტალის“ მიერ ირლანდიის საფონდო ბირჟაზე 300 მლნ დოლარის ევროობლიგაციების განთავსებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან წარმატებად აფასებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. – მინდა შევეხო „საქართველოს კაპიტალის“ მიერ 300 მილიონი დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების საფონდო ბირჟაზე განთავსებას. ეს არის პირველი ასეთი ფაქტი, როდესაც საქართველოში არსებულმა არასაფინანსო კომპანიამ, საინვესტიციო ბიზნესჰოლდინგმა, 300 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები […]

დავით საგანელიძე – “ვცდილობთ, ჩინელი ინვესტორები დავაინტერესოთ რაჭისა და წყალტუბოს განვითარების პროექტებით”

დავით საგანელიძე - "ვცდილობთ, ჩინელი ინვესტორები დავაინტერესოთ რაჭისა და წყალტუბოს განვითარების პროექტებით"

– მილიარდ ნახევრიანი ქვეყანა, რომლის ეკონომიკა ძალიან მზარდია, ორი ქვეყნის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ჩინეთს აძლევს იმის შანსს, რომ საქართველოს სავაჭრო პარტნიორების სამეულში კიდევ უფრო წინ წაიწიოს. ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ ჩინეთის ქალაქ შანხაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებიც მედიატურის ფარგლებში ჩინეთის 4 ქალაქში იმყოფებოდნენ. როგორც დავით საგანელიძემ აღნიშნა, ჩინეთში 3 ქართული დელეგაცია იყო. […]