ჭდე: მალხაზ ტოხოზაშვილი

“სუს-ის მიერ დაკავებულ მალხაზ ტოხოზაშვილს ბრალი შეიძლება დაუმძიმდეს” – პროკურორ ნანა ხუნჯუას განცხადება

"სუს-ის მიერ დაკავებულ მალხაზ ტოხოზაშვილს ბრალი შეიძლება დაუმძიმდეს" - პროკურორ ნანა ხუნჯუას განცხადება

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით დაკავებულ მალხაზ ტოხოზაშვილს შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს. განცხადება ამის შესახებ, საქმის პროკურორმა გააკეთა. პროკურორ ნანა ხუნჯუას განცხადებით, დაკავებულს ოფიციალურად ბრალი საბრძოლო მასალის მართლწინააღმდეგ შეძენა-შენახვისთვის აქვს წარდგენილი, თუმცა ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები ტერორისტულ ორგანიზაციაში დახმარებისა და მასში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, აქტიურად მიმდინარეობს. „გამოძიება მიმდინარეობს ასევე, სხვა მიმართულებით, ეს გახლავთ, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და მისი დახმარების ფაქტზე. შესაბამისად, მომავალში იმისდა მიხედვით, თუ […]