ჭდე: მსვლელობა

ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად, ფილარმონიიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა დაიწყო

ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად, ფილარმონიიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა დაიწყო

გაერთიანების „ძალა ერთობაშია” ლიდერების მოწოდებით, შვილმკვდარი მამების მხარდასაჭერად ფილარმონიაში შეკრებილებმა პარლამენტის შენობისკენ დაიწყეს მსვლელობა. რუსთაველის გამზირის საავტომობილო გზა საპატრულო პოლიციამ ნაწილობრივ უკვე გადაკეტა. საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდასაჭერად შეკრებილ საზოგადოებას მოძრაობის წევრმა, გიორგი ვაშაძემ მოუწოდა, რუსთაველზე, შვილმკვდარი მამების მხარდასაჭერად წასულიყვნენ. „შვილმკვდარი მამები მოვიდნენ ჩვენთან, გვთხოვეს მხარდაჭერა. ჩვენ აქამდეც მხარს ვუჭერდით მათ, მაგრამ ახლა გვინდა გთხოვოთ. […]

”გამოდით!” – პროკურატურიდან პარლამენტისკენ მიმავალ ხალხს ოვაციებით აცილებენ – გადაიკეტა ბარათაშვილის ქუჩა და თავისუფლების მოედანი

”გამოდით!” - პროკურატურიდან პარლამენტისკენ მიმავალ ხალხს ოვაციებით აცილებენ - გადაიკეტა ბარათაშვილის ქუჩა და თავისუფლების მოედანი

პროკურატურიდან პარლამენტისკენ წამოსულ აქციის მონაწილებს რიგითი მოქალაქეები ოვაციებით აცილებენ. მოქალაქეები სოლიდარობის ნიშნად ზაზა სარალიძეს და აქციის სხვა მონაწილეებს მანქანის საყვირებით აცილებენ და ტაშს უკრავენ. მსვლელობის მონაწილეები ასევე სკანდირებენ – „გამოდით“ და ამით ისინი მოსახლეობას პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ. ინტერპრესნიუსის ცნობით, მოქალაქეთა ნაწილი თბილისის სხვადასხვა ქუჩებიდან უერთდებიან მსვლელობას, რომელსაც წინ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის […]

ერევანში ოპოზიციის მსვლელობა განახლდა

ერევანში ოპოზიციის მსვლელობა განახლდა

ერევანში დღეს დილიდან ოპოზიციის მსვლელობები განახლდა. აქციის მონაწილეებმა ზოგიერთი ქუჩა გადაკეტეს. ისინი ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებენ. „სომხეთის პოლიცია ოპერატიულ მდგომარეობას აკონტროლებს, რათა თავიდან ავიცილოთ არასასურველი შედეგები. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ შეწყვიტონ შეკრებები და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა“, – განაცხადეს სომხეთის პოლიციის პრესსამსახურში. სომხური მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციები დღეს დილიდან ერევნის გარეუბნებშიც დაიწყო. ოპოზიცია სომხეთში 13 აპრილიდან მასობრივ […]