ჭდე: ფალიაშვილის ქუჩა

თბილისში ვაკეში მამაკაცი დაჭრეს

თბილისში ვაკეში მამაკაცი დაჭრეს

ფალიაშვილის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული და ის ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც ყბა-სახის ქირურგი მერაბ ბიბიჩიძე აცხადებს, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „შუა ხნის მამაკაცი შემოიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ. მიყენებული აქვს მრავლობითი ჭრილობები ბასრი საგნით სახის არეში და მარცხენა ფერდის არეში. ჭრილობები დამუშავდა, ჩატარდა პირველადი ქირურგიული დამუშავება. ამ ეტაპზე მის […]

ფალიაშვილზე ორი ადამიანი დაჭრეს

მამაკაცი, რომელსაც რუსთავში 1 თვე ეძებდნენ, საკუთარ მანქანასთან გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევამდე ისმოდა გასროლის ხმა. სავარაუდოდ, ორივე მათგანს ცეცხლსასროლი იარაღის შედეგად მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით – 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რომლებიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ვაკეში, ფალიაშვილზე, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ვაკეში, ფალიაშვილზე, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის ეზოში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ნიუპოსტი

ფალიაშვილზე მანქანა დაიწვა

ფალიაშვილზე მანქანა დაიწვა

ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე ავტომანქანა დაიწვა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. როგორც სააგენტოში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე სახანძრო ბრიგადა დროულად გავიდა და ცეცხლის ჩაქრობა მალევე მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.