ჭდე: ცეცხლის წაკიდება

რუსეთში სამხედრო კომისარიატს ცეცხლი წაუკიდეს

რუსეთში სამხედრო კომისარიატს ცეცხლი წაუკიდეს

რუსეთში, მოსკოვის ოლქში უცნობმა პირმა სამხედრო კომისარიატს ცეცხლი წაუკიდა. მან აღნიშნული ფაქტი, GoPro-ს კამერაზე გადაიღო. ვიდეო ერთ-ერთ „ტელეგრამ-არხზეა“ განთავსებული. პირმა, რომელმაც კომისარიატს ცეცხლი წაუკიდა, განმარტა, რომ სურდა ახალწვეულების პირადი საქმეების განადგურება, რათა მათი მობილიზაციისთვის ხელი შეეშალა. „მივიჩნევ, რომ ამის გავრცელება აუცილებელია. უკრაინელებს ეცოდინებათ, რომ რუსეთში მათთვის იბრძვიან, ყველას არ ეშინია და ყველასთვის სულ ერთი არ არის. […]

24 წლის გოგონას, რომელსაც კაცმა ცეცხლი წაუკიდა, სხეულის 37%-იანი დამწვრობა აქვს

24 წლის გოგონას, რომელსაც კაცმა ცეცხლი წაუკიდა, სხეულის 37%-იანი დამწვრობა აქვს

24 წლის გოგონა, რომელსაც ასევე 24 წლის ბიჭმა ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. აღნიშნულის შესახებ, „ინტერპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა. როგორც ქაშიბაძე განმარტავს, გოგონას სხეულის 37%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და ის დამწვრობის შოკიდან ჯერ გამოსული არ არის. „გოგონას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, დამწვრობის შოკიდან არ გამოსულა, მეორე-მესამე ხარისხის 37%-იანი დამწვრობა […]

ბერლინში თურქულ მეჩეთს ცეცხლი წაუკიდეს

ბერლინში თურქულ მეჩეთს ცეცხლი წაუკიდეს

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ბერლინში, რაინიკენდორფის რაიონში მდებარე თურქულ მეჩეთს, სამმა დაუდგენელმა ახალგაზრდამ შაბათს ღამით ცეცხლი წაუკიდა. ბოროტმოქმედებმა მეჩეთის ფანჯარა ჩაამტვრიეს და შენობის შიგნით ცეცხლი გააჩინეს. თვითმხილველებმა დანაშაულის აღსაკვეთად პოლიცია გამოიძახა, თუმცა სამართალდამცველებმა ახალგაზრდების დაკავება ვერ შეძლეს. შემთხვევის ადგილზე მოსულმა მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს, თუმცა, მეჩეთის ერთ-ერთი სათავსო მთლიანად დაიწვა. პოლიცია თვლის, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულია, […]