ჭდე: ჰააგა

 31 წლის ქართველს, რომელიც ნიდერლანდში ქალებს ნემსით აბრუებდა, პატიმრობა მიესაჯა

ნიდერლანდური მედიის ცნობით, 5-თვიანი პატიმრობა მიესაჯა 31 წლის ქართველ კაცს, ლ.ვ-ს ვინც ჰააგაში მუსიკალურ ფესტივალზე ქალს ნემსით აბრუებდა. ინციდენტი ჰააგაში, ზუიდერპარკში ღია ცის ქვეშ გამართულ ცეკვის ფესტივალზე, 18 ივნისს მოხდა. კაცი შემთხვევის ადგილას დააკავეს. პოლიციამ მას კანქვეშა ინექციებისთვის გამოსაყენებელი ნემსი უპოვა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ შპრიცი სხვადასხვა ნივთიერებას, მათ შორის კოკაინს და ჰეროინს შეიცავდა. შემთხვევას […]

ზელენსკი – “უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში სარჩელი შეიტანა”

ზელენსკი - "უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში სარჩელი შეიტანა"

უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე წერს. „რუსეთმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა აგრესიის გასამართლებლად გენოციდის ცნების მანიპულირებისთვის. ჩვენ ვითხოვთ გადაუდებელ გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსეთს დაევალება შეწყვიტოს სამხედრო აქტივობა ახლავე და ველით, რომ სასამართლო პროცესი მომავალ კვირას დაიწყება“, – აღნიშნა ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის ქმედებები – საბავშვო ბაღების, საცხოვრებელი უბნების და […]

გოჩა ლორთქიფანიძე იუსტიციის მინისტრი არ გახდება – ის ჰააგის მოსამართლედ აირჩიეს

იუსტიციის ახალი მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე გახდება

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და ამავე უწყების მინისტრობის კანდიდატი, გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლედ აირჩიეს 2021-2030 წლების ვადით. სავარაუდოდ, გოჩა ლორთქიფანიძე იუსტიციის მინისტრი აღარ გახდება და გახარიას ახალი კანდიდატურის მოძებნა მოუწევს. ნიუპოსტის ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე გახდა. […]

ჰააგაში საქმე, „ყაზტრანსგაზი“ საქართველოს წინააღმდეგ, მორიგებით დასრულდა

გიგლა თამაზაშვილი - “ჩვენ მიერ მოხსნილ გამათბობლებსა და წყალგამაცხელებლებს მოსახლეობა ისევ ამონტაჟებს“

2017 წლის აპრილში „ყაზტრანსგაზმა“, რომელიც ყაზახეთის ძირითადი გაზოენერგეტიკული და გაზოსატრანსპორტო სახელმწიფო კომპანიაა, საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში (UNCITRAL) უჩივლა. დავის საგანი – თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ განხორციელებული ინვესტიციის – 130 მილიონი აშშ დოლარის დაბრუნება და დამატებით, ზარალის 50 მილიონი დოლარის იყო. 1956 წელს დაარსებული „თბილგაზი“ „ყაზტრანსგაზმა” 2006 წელს – 12,5 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. მათ 2011 […]

გიორგი გახარია ჰააგაში ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდება

გიორგი გახარია ჰააგაში ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდება

9 მარტს საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, სამინისტროს მაღალი რანგის დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, ქალაქ ჰააგაში განთავსებულ ევროპოლის შტაბ-ბინას ეწვია. დღესვე, ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს, რობ უეინრაითს შეხვდება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და ევროპოლის აღმასრულებელი დირექტორი ხელს მოაწერენ „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის უსაფრთხო კომუნიკაციის […]