ჭდე: გორი

გორში აღმოჩენილი ძვლები ზაქრო ბერძნიშვილის არ აღმოჩნდა

გორის კულტურისა და დასვენების პარკში სამართალდამცველების მიერ აღმოჩენილი ძვლები ადამიანის არ არის და ცხოველისაა. ამის შესახებ „ნიუპოსტს“ არქეოლოგმა, ვახტანგ ლიჩელმა განუცხადა. „ცხოველების ძვლებია მხოლოდ. ჩვენი კონსულტაციები ეხებოდა იმას, რამდენად მეთოდოლოგიურად სწორად მიმდინარეობს სამუშაოები და ხომ არ არის შეცდომის დაშვების ალბათობა. ყველაფერი კეთდება ძალიან სკრუპულოზურად, დეტალურად და ექსპერტები თავზე ადგანან ყოველ მუჭა მიწას“, – განაცხადა არქეოლოგმა […]

გორში, სავარაუდოდ, ზაქრო ბერძნიშვილის ძვლების ფრაგმენტები იპოვეს

გორის კულტურისა და დასვენების პარკში, იქ სადაც 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, ცნობილი არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელი მიიყვანეს. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, სავარაუდოდ, ლიჩელი იმ ფრაგმენტებს შეისწავლის, რომელიც გათხრების შედეგად, სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს. შეგახსენებთ, 14 წლის წინ გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის ცხედის სამძებრო სამუშაოები გორში მიდმინარე კვირასში განახლდა.

14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები გორში – კულტურისა და დასვენების პარკში პოლიციელები არიან მობილიზებულნი

შინაგან საქმეთა სამინისტრო გორში, 14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის სამძებრო სამუშაოებს განაგრძობს. სამართალდამცავები გორის კულტურისა და დასვენების პარკში არიან მობილიზებულნი სამუშაოების ჩატარება 8 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის მიერ სამართალდამცველებისთვის მიცემული დამატებითი ჩვენების საფუძველზე დაიწყო.

გორში ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის ძებნა გაგრძელდება – პოლიცია მიწის სკანირების შედეგს ელოდება

გორის ცენტრალური პარკი და მიმდებარე ტერიტორია უკვე მეორე დღეა მთლიანად პოლიციის ლენტით არის შემოსაზღვრული, თუმცა 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედარის საძიებო სამუშაოები დროებით შეჩერებულია. ”კურიერის” ინფორმაციით, სამართალდამცველები მიწის სკანირების შედეგად მიღებულ ინფორმაციას ელოდებიან, რის შემდეგაც პროცესი განახლდება. გუშინ ადგილზე პოლიციასთან ერთად 2004 წელს გაუჩინარებული, 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილისოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. სავარაუდოა, რომ 9 წლის გოგონას სასტიკ მკვლელობაში […]

“ქალმა ჩარიცხვის აპარატთან ქმრის საყვარელს თმები მოქაჩა” – გორში ქალებმა კაცის გამო ერთმანეთი ცემეს

გორში ქალებმა ერთმანეთი ცემეს. სასამართლო ექსპერტის თქმით, ერთ-ერთ ქალბატონს თმები ამოგლეჯილი ჰქონდა, ხოლო მეორეს – სახის არეში ჩალურჯებები აღენიშნებოდა. ამის შესახებ 8 ნოემბერს გორში გამართულ პროცესზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის წარმომადგენელმა მალხაზ მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, დადასტურებულია, რომ ორივე ბრალდებულ ქალს თავის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული. საქმე იმაშია, რომ გორის რაიონული პროკურატურა 40 წლამდე ასაკის ქალბატონებს […]

გორში 2 სამხედროს მანქანა დაეჯახა

გორში, შინდისის გზატკეცილზე, თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის ორ სამხედრო მოსამსახურეს „ოპელის“ მარკის ავტომობილი შეეჯახა. „ნიუპოსტის“ ცნობით, დაშავებულები 25 წლამდე მამაკაცები არიან, ისინი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც შსს პრესსამსახურში განგვიცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, ჩანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზა.

გორში ხანძარს 60 წლის კაცი ემსხვერპლა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანაში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 60 წლის კაცი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ხანძრის შედეგად დაიწვა ორსართულიანი სახლის ორი ოთახი – 50 კვ.მ. ფართობი. ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძარი ამჟამად ჩამქრალია. იმედინიუსი

გორში 8 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვენ

გორში მოკლული 8 წლის ნანა ბერიაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები გორის ცენტრში აქციას მართავენ. ისინი ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულის გადაცემას და ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვენ. შს სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში დღეს გოგონას მამის გამოკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მიხეილ ბერიაშვილთან ერთად, პოლიციის დეპარტამენტის შენობაში იმყოფებოდა მოკლული ბავშვის ოჯახის ადვოკატი გიორგი გელხაური. ადვოკატის განცხადებით, არსებობს […]

გორში საჭმლის მოუმზადებლობის გამო 52 წლის მამაკაცმა მეუღლე ხის ჯოხით სცემა

19 ოქტომბერს, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ 52-წლის მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მამაკაცს, ოჯახური ძალადობის მუხლით, ბრალი პროკურატურამ წაუყენა. პროკურორის განცხადებით, მამაკაცმა მეუღლეს ჯოხი სამჯერ გადაარტყა – თავში და ბეჭებში. ,,გორმედის” სამედიცინო დასკვნით, ქალს ტვინის შერყევა დაუდგინდა. „იმ დროს, როდესაც ბრალდებული სამწყემსოდან სახლში დაღლილი დაბრუნდა, მეუღლემ უკმეხად უთხრა რომ მისთვის საჭმელი არ ქონდა გაკეთებული, რაზეც მამაკაცი […]

გორელმა მაღალჩინოსანმა აქციის მონაწილეს თავზე ვედრო დაამხო – ვიდეო

გორის მერის გადადგომის მოთხოვნით, მერიის წინ, საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი კარალეთის დევნილთა დასახლებაში კონსტანტინე თავზარაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებას აპროტესტებდნენ. ანტისაოკუპაციო ჯგუფის წევრებმა შენობის წინ საკენკი და ფუნა დაყარეს. აქციის მიმდინარეობისას ინციდენტს ქონდა ადგილი მერიის ადმინისტრაციის უფროსმა თეიმურაზ მანველიშვილმა აქციის მონაწილეს თავზე ვედრო დაამხო. ექსკლუზიურ კადრებს ტელეკომპანია დია ავრცელებს. ნიუპოსტი #დიანიუსი "დიას" ექსკლუზივი: მერიის ადმინისტრაციის უფროსი […]

akhalitaoba.ge © 2017-2018