ჭდე: pirveli

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში რეალი ატლეტიკოს დაუპირისპირდება

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში რეალი ატლეტიკოს დაუპირისპირდება

გაიმართა კენჭისყრა, რომლის შედეგადაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები ცნობილი გახდა. მადრიდის რეალი თანაქალაქელებს ატლეტიკოს დაუპირისპირდება,  იუვენტუსი კი მონაკოსთან გაარკვევს ურთიერთობას. რეალი პირველ შეხვედრას საკუთარ მოედანზე გამართავს. მონაკო–-იუვენტუსის წყვილში პირველ მატჩში მონაკოში გაიმართება. 10 მაისს ფინალისტების ვინაობა ცნობილი იქნება, ხოლო ფინალი 3 ივნისს უელსის დედაქალაქ კარდიფში ჩატარდება.

ვახტანგ რჩეულიშვილს 16 აპრილს ვერის წმინდა პანტელეიმონის ეკლესიიდან გამოასვენებენ

ვახტანგ რჩეულიშვილს 16 აპრილს ვერის წმინდა პანტელეიმონის ეკლესიიდან გამოასვენებენ

“ცენტრ-პოინტის” ერთ-ერთ დამფუძნებელს, ყოფილ დეპუტატს ვახტანგ რჩეულიშვილს ხვალ, 15:00 საათზე ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენგარდაცვლილის პანაშვიდი არმაზში მიმდინარეობს, არმაზიდან მოხდება მისი გადასვენება ვერის წმინდა პანტელეიმონის ეკლესიაში. ვახტანგ რჩეულიშვილი 13 აპრილს გარდაიცვალა.

ფალიაშვილზე მანქანა დაიწვა

ფალიაშვილზე მანქანა დაიწვა

ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე ავტომანქანა დაიწვა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. როგორც სააგენტოში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე სახანძრო ბრიგადა დროულად გავიდა და ცეცხლის ჩაქრობა მალევე მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

პაატა ბურჭულაძე სანტკ-პეტერბურგში საოპერო დასს უხელმძღვანელებს

პაატა ბურჭულაძე სანტკ-პეტერბურგში საოპერო დასს უხელმძღვანელებს

საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე სცენას დაუბრუნდა და ხანმოკლე განშორების შემდეგ მორიგი მსოფლიოს პრემიერისთვის ემზადება. პრემიერამდე, რომელიც 12 მაისს ლონდონის სამეფო თეატრში გაიმართება, პაატა ბურჭულაძე რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში ჩავა, სადაც მიხაილოვის სახელობის საოპერო დასს უხელმძღვანელებს. მიხაილოვის თეატრის საოპერო დასს ქართველ ბანს 18 აპრილს წარუდგენენ, თუმცა თანამდებობაზე ოფიციალურად მუშაობას პაატა ბურჭულაძე 1 ივლისიდან დაიწყებს. თანამდებობის დაკავების გარდა, პაატა […]

ჟანეტა არჩვაძე გარდაიცვალა

ჟანეტა არჩვაძე გარდაიცვალა

86 წლის ასაკში ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი ჟანეტა არჩვაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა. საქართველოს სახალხო არტისტი ჟანეტა არჩვაძე ტელევიზიაში მისი დაარსების დღიდან მუშაობდა და წლების განმავლობაში მიჰყავდა როგორც საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“, ასევე, სხვადასხვა მხატვრული, შემეცნებითი და საბავშვო გადაცემა. 2014 წლის 30 დეკემბერს, პირველი არხის დაბადების დღეზე, მთაწმინდის სატელევიზიო ანძასთან ჟანეტა არჩვაძეს სახელობითი ვარსკვლავი […]

რატომ შეცვალეს ცხინვალში ინაუგურაციის ადგილი და თარიღი

რატომ შეცვალეს ცხინვალში ინაუგურაციის ადგილი და თარიღი

ცხინვალში ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადებიან. ამ სამზადისში უკვე ორჯერ შეცვალეს ინაუგურაციის ადგილი. გაურკვეველი მიზეზებით შეიცვალა ფიცის დადების თარიღიც. ოსური მედიის ცნობით, ბიბილოვის შტაბმა თავიდან ინაუგურაციის ჩატარება 22 აპრილს დააანონსა. მოგეხსენებათ, რომ ოსებს ლენინი ძალიან უყვართ და ეტყობა, აღარ მოუნდათ მისი დაბადების დღე სხვა ღონისძიებით გადაეფარათ. ამიტომაც ინაუგურაციის თარიღი ერთი დღით გადმოსწიეს და ის 21 […]

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული იარაღით დაემუქრა

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული იარაღით დაემუქრა

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება აშშ-ის მხრიდან ნებისმიერ პროვოკაციას ბირთვული იარაღის გამოყენებით უპასუხებს, – აღნიშნულის შესახებ კორეის მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ცოი რიონ ხემ განაცხადა. – ჩვენ ბირთვული იარაღით გავანადგურებთ აშშ-ის ბირთვულ იარაღს, – აღნიშნა მან. – თუ აშშ გაბედავს და პროვოკაციაზე წავა, ჩვენ დაუყოვნებლივ განვახორციელებთ გამანადგურებელ დარტყმას, ბირთვულ ომს ჩვენ ბირთვული დარტყმით ვუპასუხებთ, – […]

გორელ რესპუბლიკელ ლექსო ვალიაურს პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებით დაემურნენ

გორელ რესპუბლიკელ ლექსო ვალიაურს პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებით დაემურნენ

რესპუბლიკური პარტიის გორის ორგანიზაციის წარმომადგენელს ლექსო ვალიაურს, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელებით დაემუქრნენ. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ,,დია”-ს პირდაპირ ეთერში ისაუბრა. ვალიაურის საუბრიდან ირკვევა, რომ მასზე პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებით შანტაჟი როგორც წინა, ასევე მოქმედი ხელისუფლების პირობებში ხორციელდებოდა. ის ამტკიცებს, რომ ამის დასაბუთება შესაბამისი მტკიცებულებებით შეუძლია თუმცა, დეტალურად საუბარს და საგამოძიებო უწყებისთვის მიმართვას ჯერ არ აპირებს. […]

ქუთაისში ავარიის შედეგად რვა წლის ბავშვი დაიღუპა

ქუთაისში ავარიის შედეგად რვა წლის ბავშვი დაიღუპა

 ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის მახლობლად მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა წლის ბავშვი დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა, შემთხვევის შედეგად ავტომობილში მყოფი რვა წლის ბავშვი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი დაშავდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას […]

 იერუსალიმში მაცხოვრის საფლავიდან ზეციური ცეცხლი გადმოვიდა

 იერუსალიმში მაცხოვრის საფლავიდან ზეციური ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში მაცხოვრის საფლავიდან ზეციური ცეცხლი თბილისის დროით, დაახლოებით 15:22 საათზე გადმოვიდა. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 15 საათზე შევიდა. წესის თანახმად, საფლავი დაიხურა, მანამდე კი პატრიარქი სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა, მათ შორის ებრაული პოლიციის წარმომადგენლებმა, საგულდაგულოდ გაჩხრიკეს. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა საგანგებო ლოცვები შეასრულა.ზეციური ცეცხლის გადმოსვლას, […]