ადამ ლალანას შესაძლოა ერთი თვე გაუცდეს

ადამ ლალანას შესაძლოა ერთი თვე გაუცდესლივერპულის და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა ადამ ლალანამ ინგლისის ნაკრების ერთ-ერთ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, რის გამოც მას შესაძლოა ერთი თვეც კი გაუცდეს.

ლალანას მუხლის დაზიანება აქვს, რომელიც ძალიან სერიოზული არ არის, მაგრამ მკურნალობას საჭიროებს. ლალანამ ინგლისის ნაკრების ორივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ზოგადად ის ნაკრებში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ითვლება.

იგივე შეიძლება ითქვას ლივერპულზეც, რომლისთვისაც ლალანას არყოფნა დიდი დანაკლისი იქნება.  განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ლივერპული შემდეგ შეხვედრას ევერტონის წინააღმდეგ ჩაატარებს.