არდა თურანმა ტრავმა მიიღო

არდა თურანმა ტრავმა მიიღობარსელონას თურქმა ლეგიონერმა არდა თურანმა მოლდოვის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და ის სავარაუდოდ 3 კვირას გამოტოვებს.

ამ ხნის მანძილზე ბარსელონას ბევრი მნიოშვნელოვანი მატჩი ელის, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის ორი მეოთხედფინალური შეხვედრა იუვენტუსის წინააღმდეგ.

პირველ მატჩში არდას თამაში გამორიცხულია და სავარაუდოდ ის განმეორებით შეხვედრასაც გამოტოვებს. არდა არ ითვლება ბარსელონას ერთ-ერთ ლიდერად, თუმცა წელს ის საკმაოდ კარგ სეზონს ატარებს.

სულ ბარსელონაში მის ანგარიშზე 59 მატჩი და 16 გატანილი გოლია.