
ჰოლანდიის ნაკრებს ამჟამად საკმაოდ რთული პერიოდი აქვს და ცოტა ხნის წინ დანი ბლინდი თანამდებობიდან გაანთავისუფლეს არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო.
ჯერჯერობით ჰოლანდიელები მწვრთნელის გარეშე არიან და ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა არიენ რობენმა განაცხადა, რომ მას და უესლი სნაიდერსს უნდა ჰქონდეთ უფლება, რომ მწვრთნელის არჩევაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ.
რობენის თქმით მას და სნეიდერს დიდი გამოცდილება აქვთ და ისინი ნაკრებისთვის კარგ თავკაცს შეარჩევენ.
რობენმა დაამატა, რომ მისი აზრით ლუი ვან გაალი ამ თანამდებობისთვის იდეალური კანდიდატურა იქნებოდა.

