სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი კარფურში ნაყიდი მწვადის ფოტოს ავრცელებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ საკვებში ასკარიდაა.
_ კლასიკური ასკარიდა „კარფურის” სამწვადეში, – წერს დავით კალანდაძე.
ასკარიდა საკმაოდ გრძელი ჭიაა, თუმცა ორგანიზმში კომფორტულად მოთავსება არ უჭირს. ის სრულიად შეუმჩნეველად და უსიმპტომოდ ცხოვრობს ორგანიზმში. 2,5-3 თვის განმავლობაში მდედრი ჭია აღწევს 24-44 სანტიმეტრს. მათ კუდის მსგავსი დაბოლოებაც კი აქვთ. ასკარიდა ადამიანის ნაწლავში ყოველდღიურად 240.000 კვერცხს დებს.
შეგახსენებთ, „კარფურის” მომხმარებლებს არაერთხელ გამოუგზავნიათ „პრესა.ჯი”-სთვის ექსკლუზიური ინფორმაცია ფოტომტკიცებულებებით, სადაც საწყობებში არსებული ვითარება კარგად ჩანდა.
პრესა.ჯი