ბარსელონა ტურინის იუვენტუსის ახალგაზრდა არგენტინელი შემტევით პაულო დიბალათი დაინტერესდა.
ამ ინფორმაციას ადასტურებს ბარსელონას ტექნიკური დირექტორი რობერტ ფერნანდესი, რომლის თქმით დიბალა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია.
საინტრესოა ის ფაქტი, რომ სულ მალე დიბალა ბარსელონას წინააღმდეგ ითამაშებს, რადგან იუვენტუსის მოწინააღმდეგე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში სწორედ ბარსელონაა.
თუ ამ მატჩებში პაულო თავის გამოჩენას შეძლებს, სავარაუდოდ ბარსელონას ინტერესი მის მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება.
დიბალა იუვენტუსში 2015 წელს გადავიდა, მანამდე კი პალერმოს ღირსებას იცავდა.

