ესპანეთის ჩემპიონატის 28–ე ტურში ბარსელონამ საკუთარ მოედანზე ვალენსია მიიღო და დაამარცხა 4–2. შეხვედრა ძალიან საინტერესო და დრამატული გამოდგა. 29–ე წუთზე ვალენსიამ ანგარიში გახსნა, მაგრამ სტუმართა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან მალე სუარესმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ტაიმის მიწურულს კი პენალტის წყალობით ბარსელონა წინ გავიდა. პენალტის დანიშვნის ეპიზოდში ვალენსიას ფეხბურთელი მანგალა მოედნიდან გააძევეს.
ვალენსიამ ანგარიში პირველივე ტაიმში გაათანაბრა და ეს ბარსელონას ყოფილმა ფეხბურთელმა მუნირმა გააკეთა. მიუხედავად ამისა, მეორე ტაიმში ბარსელონა დიდ უპირატესობას ფლობდა, ხოლო კაცნაკლულ ვალენსიას კი ძალიან უჭირდა ბარსელონას შეტევების მოგერიება. საბოლოოდ კატალონიელებმა ორი გოლი გაიტანეს და მატჩი მათი გამარჯვებით 4:2 დასრულდა. 28 ტურის შემდეგ ბარსელონას 63 ქულა აქვს და ისინი ესპანეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზე არიან.

